ალბიოლმა მოურინიოს ნდობა დაკარგა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, მოურინიომ ხორვატიაში დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად რაულ ალბიოლიც წაიყვანა, თუმცა განსხვავება ის იყო, რომ ესპანელი მცველი თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს.
ამის მიზეზი, არც ტრამვაა და არც დისკვალიფიკაცია, უბრალოდ, ალბიოლმა დაკარგა ჟოზეს ნდობა.ამაზე კარგად მეტყველებს, ის სტატისტიკაც, რომელიც რაულმა პორტუგალიელის გუნდში მოსვლის შემდეგ დააგროვა.თუ, ცენტრალური მცველი პელეგრინის ერაში სეზონში 2843 წუთს ატარებდა მოედანზე, ახლა მისი მონაგარი (წინა სეზონი) მხოლოდ 1154 წუთია.
საფეხბურთო მიმომხილველები აცხადებენ, რომ მოუს შარშან პამპლონაში წაგებული შეხვედრის შემდეგ აუცრუვდა ალბიოლზე გული.აქედან გამომდინარე, ფეხბურთელის გვარი უფრო მეტჯერ იწერება შესაძლო ტრანსფერებში, ვიდრე გუნდის განაცხადში.
აღსანიშნავია, რომ რაულს შედარებით კარგად აქვს საქმე ეროვნულ ნაკრებში.ესეც იმიტომ, რომ ბოლო თამაშებში (იტალია, ჩილე, ლიხტენშტეინი) პიკე და პუიოლი ტრავმების გამო უქმობდნენ.
- 16 სექტემბერი 2011
- 2 726
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.