კარვალიო:"ვამაყობ, რომ პორტუგალიელი ვარ"
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RealMadrid TV-ში. ჯეიმს ბლანტის You are beautiful არის შენი საყვარელი სიმღერა. რატომ მაინცდამაინც ეს სიმღერა?
დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მომწონს სიმღერის ტექსტი. როცა შენი ცხორვება ნათელია და სიყვარული სუფთა - რა სჯობს ამას. ძალიან მომწონს...
ეს არის სიმღერა კარვალიოსთვის. ძალიან ნელი...
სიმართლეა. მეც ვმღერი ხოლმე, მაგრამ ძალიან ჩუმად, განსაკუთრებით სწორედ ამ სიმღერას. მართლაც ძალიან მიყვარს...
ყველა მოთამაშე ამბობს, რომ შენ გასახდელში მშობელი ხარ...
მე ყველაზე უფროსი ვარ. ვგრძნობ, რომ ისინი უდიდეს პატივს მცემენ და მეც ასე ვარ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ მათ გვერდით.
გუშინ გაიმარჯვეთ ჩემპიონთა ლიგაზე. ძალზედ მნიშვნელოვანია ჩემპიონატის მოგებით დაწყება. ბედნიერია დღეს "რეალი" და კარვალიო?
როცა იგებ, ცხადია უკეთესად ხარ , ვიდრე როცა სასურველ შედეგს ვერ აღწევ. მოგებით დაწყება ძალზედ მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ეს მოვახერხეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო კარგად ვითამაშოთ, მაგრამ ამაზე მნიშნელოვანი ისაა, რომ ახლა ერთ მუშტად ვართ შეკრულნი.
ძალიან რთული მატჩი იყო. ზოგი ამბობს, რომ "რეალს" იოლი გასეირნება არ ჰქონია, მაგრამ ადვილად გაიმარჯვა...
მოგება ძალიან მინდოდა, მგონი ყველაზე მეტად. ცოტა გაგვიჭირდა კიდეც. მაგრამ საბედნიეროდ ჩვენს მიზანს მივაღწიეთ.
ეს იყო მორიგი მატჩი, სადაც მადრიდის "რეალს" არ გაუმართლა არბიტრაჟთან...
მატჩიდან პრაქტიკულად მარსელო და კრიშტიანო რონალდო გამოთიშეს. მსაჯობით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ შეუცდომელი არავინაა. სჯობს, რომ დავივიწყოთ ეს.
რონალდო ძალიან გაბრაზდა. ეს სავსებით რეალურია, რადგან მან კოჭზე საშინელი დარტყმა მიიღო...
რონალდოს ძალიან ტკიოდა კოჭი. და მართლაც ნორმალურია, რომ გაბრაზდა. ჩვენც ასე ვიყავით, რადგან ის ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კრიშტიანო ძალიან ძლიერია, მაგრამ ხანდახან მის წინააღმდეგ ძალიან უხეშად თამაშობენ..
არიან ფეხბურთელები, რომელთათვისაც დამტვრევა ნამდვილი დრამაა. ასე არის რონალდოსთვისაც, ის ამას ძალიან განიცდის...
ფეხბურთისთვის კარგია, როცა დიდი ფეხბურთელები თამაშობენ და არანაირი ტრავმა არ აწუხებთ. ჩვენი მოვალეობაა, რომ ასეთი მოთამაშეები დავიცვათ და მათ ტრავმა არ მივაყენოთ.
ძალიან კარგია, როცა ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებ და ამავე დროს ჯგუფის ლიდერი ხდები. ეს მეტ თავდაჯერებულობას მატებს ფეხბურთელებს, მწვრთნელსა და გულშემატკივარს...
თუ გინდა, რომ წინ წაიწიო, უნდა მოიგო თამაშები. ცხადია მოგება კარგია, მაგრამ უფრო კარგია როცა კარგად თამაშობ, მაგრამ თუ კარგად თამაში არ გამოგდის, მაშინ გამარჯვება უფრო სასიხარულოა.
რიკარდო აქ გადმოვიდა, რომ მეათედ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა "რეალთან" ერთად. შენ უკვე ერთხელ გაქვს მოგებული ეს ტიტული და გისურვებ კიდევ ერთხელ მოგებას...
მადლობა. როცა აქ ჩამოვედი, თავიდან ცოტა გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად აეწყო. "ჩელსიში" დაუვიწყარი სეზონები გავატარე და თავს იქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. იქ მე გულშემატკივარი მაფასებდა და აქ ყველაფერი პრაქტიკულად ცარიელი ფურცლიდან დავიწყე. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და დღეს მე თავს აქ ბედნიერად ვგრძნობ, რადგან შემიძლია ვითამაშო და კლუბს დავეხმარო.
33 წლის ხარ, მაგრამ ბავშვივით გამოიყურები. შენთან დაკავშირებით მახსენდება ბენჟამინ ბატონი, რომელიც ახალგაზრდავდება...
მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ცხორვება ძალზედ მშვიდია და ბედნიერი ვარ იმით, რასაც ვაკეთებ.
როგორია რიკარდო?
როგორც გითხარით, ძალიან წყნარი ვარ. როცა ვარჯიში არ მაქვს, სულ სახლში ვარ ოჯახთან ერთად. შვილებთან და ცოლთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიყვარს ნორმალური ცხოვრება. აი ასეთი ვარ.
როგორ იკვებები?
როცა მომშივდება, მხოლოდ მაშინ ვზრუნავ ჭამაზე. როგორც წესი, ძირითადად არაფერ განსაკუთრებულს მივირთმევ.
რა არის თქვენი საყვარელი საკვები?
პორტუგალიური კერძები მიყვარს. განსაკუთრებით მოხარშული კარტოფილი, ხორცთან და ბოსტნეულთან ერთად. ეს ტრადიციული პორტუგალიური კერძია.
შენ დაიბადე ამარანტეში. როგორი ქალაქია?
ეს არის ქალაქი პორტოდან 50 კლომეტრის დაშორებით პორტოდან 300 000 მცხოვრებით. აი სწორედ იქ დავიბადე. სახლიც მაქვს, სადაც ხშირად დავდივარ. ჩემი მშობლები სწორედ იქ ცხოვრობენ. 16 წელი იქ გავატარე და მთელი ჩემი ბავშვური მოგონებები იქაურობას უკავშირდება.
რა არის შენი მოგონებები?
მაგონდება ჩემი მეგობრები, რომელთან ერთადაც დავდიოდი სკოლაში და ქუჩაში ფეხბურთს ვთამაშობდი. ათი წლისამ ამარანტეს საფეხბურთო კლუბში დავიწყე თამაში. სწავლის შემდეგ სულ სტადიონზე ვიყავი და ვვარჯიშობდი.
როგორი იყო კარვალიო ბავშვობაში. მე ვიტყოდი, რომ ის იქნებოდა მორცხვი, წყნარი, წყნარი ისევ წყნარი და კარგი მოსწავლე...
დიახ სწორედ ასეთი ვიყავი. არ მიყვარდა ბევრი ლაპარაკი. მხოლოდ იმ ხალხს ვესაუბრებოდი, რომელთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობდი.
შენ გყავს უფროსი ძმა ანტონიო, მაგრამ შენ თვლი, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. რა განსხვავებაა თქვენს ასაკებს შორის?
იგი ჩემზე 3 წლით უფროსია. სახლი ძალიან ადრე დავტოვე, მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი. იმ დროისთვის თავის გატანა არც თუ ისე ადვილი იყო. პირველი დღეები სახლიდან მოშორებით ძალიან რთული იყო. მე დავტოვე ჩემი ძმა და მშობლები და პორტოში გადავსახლდი და იქ სულ მარტოდმარტო ვცხოვრობდი.
როგორი ოჯახი აქვს კარვალიოს?
ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, მაგრამ თავდამბალნი. დედაჩემს მხოლოდ ერთი ძმა ჰყავს, ისევე როგორც მამაჩემს. ცოტანი ვართ, მაგრამ ერთმანეთს უდიდეს პატივს ვცემთ, მათზე საუბარი უსასრულოდ შემიძლია. ახლა მე ცალკე ოჯახი მაქვს, მაგრამ ისინი მუდამ დარჩებიან ჩემი ოჯახის წევრებად.
ყველაზე მეტად რომელი რჩევა დაგამახსოვრდა ბავშვობიდან, რომელიც დედამ ან მამამ მოგცცა?
უფრო მეტს დედაჩემი მარიგებდა. მამაჩემი კი ვარჯიშებზე ხშირად დამყვებოდა. ოჯახი კი რა თქმა უნდა, ჩემს თამაშებს "ამარანტეში" სულ ესწრებოდა. შეიძლება ითქვას, რომ დედასთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონდა.
რა არ დაგავიწყდება არასდროს ბავშვობიდან?
არასდროს არ დამავიწყდება ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში. ასევე არ დავივიწყებ იმას, რომ სახლიდან 6 კილომეტრის დაშორებით იყო ჩემი კლუბი, მშობლებს ჩემს წასაყვანად არ ეცალათ და მე ველოდიპედით დავდიოდი ვარჯიშებზე. წამოსვლისას კი მაკითხავდნენ და ველოსიპედი მანქანით მომყავდა.
არ იღლებოდი ამდენი "მოგზაურობით"?
ვინც სიამოვნებით დარბის, ის არასდროს იღლება. მე ერთი სული მქონდა, რომ ვარჯიშზე მივსულიყავი და დაღლას საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
რა არის შენი ყველაზე საყვარელი საჩუქარი ბავშვობაში?
დედაჩემი ყოველთვის ისეთ საჩუქრებს მჩუქნიდა, რომელიც მომწონდა. ყველაზე მეტად ბურთის ჩუქება მიყვარდა.
როგორი იყო ქუჩაში ფეხბურთის თამაში?
გოლი უნდა გაგვეტანა ავტოფარეხის კარებში ან ქვებს შორის.
ბავშვობაში რა გინდოდა გამოსულიყავი?
თავდაპირველად მინდოდა პოლიციელი ვყოფილიყავი. ნუ შემდეგ, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, თავისთავად ფეხბურთელობა მინდოდა.
ნუნუ გომეშიც "ამარანტეში" თამაშობდა. მის გარდა, სხვა შენმა მეგობარმა გააგრძელა ფეხბურთის თამაში?
არა. რამდენიმე თამაშობდა დაბალ დივიზიონში, მაგრამ როგორც გომეში პროფესიონალურ დონეზე თამაშობდა, ისე არა. ერთადერთი შეიძლება გავიხსენო კიდევ დოლფინი, რომელმაც "სპორტინგში", ხოლო შემდეგ "მარსელში" ითამაშა, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო.
რას საქმიანობენ ახლა შენი მეგობრები?
რამდენიმე ამარანტეს ადგილობრივ ადმინისტრაციაში მუშაობს. ასევე ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ჩემი მეზობელიც იყო, პოლიციაში მუშაობს. ზოგს სამსახური არ აქვს.
შენი პირველი სერიოზული კლუბი "ლეკა" იყო. ვინ გიბიძგა იმისკენ, რომ ფეხბურთელი გამოსულიყავი? მამამ თუ რომელიმე მეგობარმა?
უფრო თავად მე გადავწყვიტე ეს. როცა მე "პორტოში" გადავედი ერთი წლის შემდეგ, ძალიან გახარებული ვიყავი. უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რადგან "პორტო" პორტუგალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. პირველ წელს მხოლოდ ორი თვის განმავლობაში მოვახერხე თამაში. შემდეგი წელი კი ძალიან კარგი გამოდგა. ამ დროს 19 წლის ვიყავი.
19 წლის ასაკში შეხვდი გოგონას, სახელად კარინას.. ახლა ის შენი მეუღლეა..
დიახ. მე ის ძალიან შემიყვარდა, ასევე მასაც შევუყვარდი. ჩვენ ერთად ვიზრდებოდით მას შემდეგ, უდიდეს პატივს ვცემთ და ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი.
წარმოვიდგინოთ, რომ რიკარდო კარინას არ იცნობდა, მაგრამ ის კი. ერთ დღეს ის შენთან მოვიდა და გითხრა: "იქნები ჩემი შეყვარებული?" როგორ მიიღებდი ამას?
სავსებით მშვიდად. მე მას შევხვდი, როცა "ლეკაში" ვთამაშობდი და უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ "პორტოში" გადავიდოდი. ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი მას ასე ემოქმედა. სინამდვილეში აი რა მოხდა: კარინა კაფეში მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევდა. მე ის როგორც კი დავინახე, მაშინვე შემიყვარდა. ცოტა ხნის შემდეგ კი მასთან მივედი და დაველაპარაკე. ვიცოდი, რომ მასაც მოვეწონე.
პირველი რომელმა გადადგით ნაბიჯი?
პირველად მე ვუთხარი ყველაფერი, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას უფრო მეტის თქმა ნდომებია.
მე ვიცი, რომ შენ ძალიან გიყვარდა პორტოს სანაპიროზე სეირნობა და სახლების დათვალიერება პლაჟიდან...
ძალიან მიყვარდა კარინასთან ერთად სანაპიროზე სეირნობა და იქ ყავის დალევა. ჩვენ იქ სალხებს ვუყურებდით და ვოცნებობდით, რომ ერთ დღეს ჩვენც გვექნოებოდა სანაპიროზე ისეთი სახლი. ეს ოცნება ავიხდინეთ.
რას ნიშნავს კარვალიოსთვის სანაპირო?
ბევრს. მე ძალიან მიყვარს იგი. მართალია არ ვცხოვრობ სანაპიროსთან ახლოს, მაგრამ როცა კი დროს გამოვნახავ სულ მივდივარ ხოლმე. ძალიან მიყვარს ზღვის ყურება. საბედნიეროდ ახლა სახლი მაქვს და გარედან ცქერა აღარ მიწევს.
რა იყო შენი ოცნება ცხოვრებაში?
პირველ რიგში, რომ მქონოდა საკუთარი სახლი და ოჯახი. ეს ოცენებები ამიხდა. მყავს ორი შვილი და მეუღლე. ამით უზომოდ ბედნიერი ვარ. ისინი ჩემთვის ყველაფერი არიან...
როდრიგო და რაჩელი, 6 და 4 წლის. რას გრძნობ მათთან?
ისინი ჩემი შვილები არიან და ზრუნვას არ ვაკლებ. ვიცი, რომ ოდესღაც ამას დამიფასებენ. სანამ შემეძლება მათთვის ვიმუშავებ.
რას ასწავლი ბავშვებს და რა რჩევებს აძლევ მათ?
ეს ადვილი არაა, რადგან ისინი სულ ცდილობენ, რომ აურზაური გამოიწვიონ. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ისინი გავაკონტროლო. ახლა იმ ასაკში არიან, რომ უკვე უნდა დაიწყონ წერა-კითხვის სწავლა. ძალიან კი გაუჭირდებათ, რადგან ჩვენ პორტუგალიურად ვლაპარაკობთ და ისინი კი ინგლისურ სკოლაში დადიან. სწავლა-განათელბაში ვეხმარები და ვარიგებ, რომ წერა-კითხვის ცოდნა ძალიან კარგია.
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე შენს ცხოვრებაში - შენი შვილების დაბადება...
დიახ, აბსოლუტურად ასეა. მქონდა ბედნიერება, რომ მათ დაბადებას დავსწრებოდი. როცა შენ ძალიან პატარა არსებას უყურებ, პატარა თითებით.... ეს ძალიან ამაღელვებელია...
სახლი, ოჯახი... კარვალიოს ოცნებები ახდა. რა დაგრჩა კიდევ?
მე ყოველთვის მეტი მინდა. მაქვს ბევრი ტიტული მოგებული, მაგრამ უფრო მეტი მინდა.
"პორტოში" ყოფნისას იჯარით იყავი "ლეკაში", "ვიტორია სეტუბალში" და "ალვერკაში". შემდეგ ისევ "პორტოში" დაბრუნდი. ეს იმ დროს მოხდა, როცა თქვენ ძალია გინდოდათ იქ თამაში?
როცა "პორტოში" მივედი თავდაპირველად მხოლოდ ორ მატჩში მომეცა თამაშის საშუალება. შემდეგ იჯარის წესით ვიყავი სხვადასხვა გუნდებში. როცა დავბრუნდი უკვე 23 წლის გახლდით. ამ დროისთვის უკვე ოცნებად მქონდა ქცეული, რომ "პორტოში" მეთამაშა ალოისიოს, ჟორჟე კოსტასა და ფერნანდო კოუტოს გვერდით. მე მინდოდა, რომ მათსავით დიდი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. და როცა უკვე თამაში დავიწყე "პორტოში" თავი ვიგრძენი თითქოს, უკვე მართლა დიდი ფეხბურთელი ვიყავი.
სწორედ მაშინ, როცა "პორტოში" თამაშობდი, შენდამი დიდ ინტერესს იჩენდა მადრიდის "რეალი"...
"პორტოს" ჩემი დათმობა არ სურდა. ასევე დედაჩემმაც მირჩია, რომ არ წავსულიყავი "რეალში". თან ზუსტად მაგ პერიოდში, როცა შემოთავაზება მივიღე პორტუგალიასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ვემზადებოდი, ასევე "პორტოს" პრეზიდენტმაც მთხოვა დარჩენა და საბოლოოდ ასეც მოვიქეცი - მაშინ "რეალის" შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.
ცოტა ხნის შემდეგ, თავი ლონდონში ამოყავი, "ჩელსიში"...
იქ დიდებული იყო. ძალიან მომწონდა იქაურობა. "ჩელსიში" 6 წელი გავატარე და ამ პერიოდში ძალიან შემიყვარდა ლონდონი. ხშირად ვსეირნობდი ქალაქის ქუჩებში და ხალხთან კონტაქტს არ ვერიდებოდი.
როგორც გავიგე, შენი საუკეთესო მეგობარი ტიაგოა...
დიახ, მასთან ერთად მხოლოდ ერთი წელი გავატრე "ჩელსიში", მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ მოვასწარით და საუკეთესო მეგობრები გავხდით..
როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ გახდეს კარვალიოს მეგობარი?
აუცილებლად უნდა იყოს პატიოსანი, ძალიან მეგობრული და გულწრფელი.
რა არ მოგწონს ადამიანში?
ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანის ზურგს უკან მასზე ცუდ რაღაცეებს ამბობ. საშინლად მძულს თვალთმაქცობა.
შენც მოურინიოსავით მსჯელობ. რამდენიმე თვის წინ, სადაც ახლა შენ ზიხარ, ისიც მანდ იჯდა და ზუსტად ასე თქვა:"ვერ ვიტან თვალთმაქცობას"....
დიახ, დიახ. მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და იგი პირდაპირია. მისი საუბარი ძალიან მიზიდავს, რადგან სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობს.
"ჩელსიდან" "რეალში" გადმოდი. რიკარდოს კიდევ ერთი ოცნება ახდა...
დიახ, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის მინდოდა "რეალში" თამაში. საბედნიეროდ ეს მოვახერხე. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ კიდევ და კიდევ კარგად ვითამაშო, რათა გუნდს დავეხმარო.
დღე, როცა შენი ტრანსფერი შედგა "ჩელსიდან" "რეალში", იყო ერთ-ერთი უბედნიერესი შენს ცხოვრებაში...
როცა კონტრაქტი გავაფორმე, მინდოდა დამემტკიცებინა, რომ აქ ტყულად არ გადმოვედი. გავედი პირველად მოედანზე და საოცარი გრძნობა დამეუფლა... ეს რაღაც დიდებული იყო.
ყველა ფეხბურთელი, რომლიც კი "რეალში" მოდის, არ აქვს მნიშნელობა რა ეროვნებისაა, რა კლასის ფეხბურთელია ან საიდან მოდის, ყველა ერთხმად გაიძახის, რომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბში არიან... რატომ?
დიახ, რა თქმა უნდა ეს ასეცაა. როდესაც შედიხარ სტადიონზე, უცქერ იქ შეკრებილ გულშემატკივარს, თავს გრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში. ეს მართლაც დიდებულია....
რომელია რიკარდო კარვალიოს უბედნიერესი დღე საფეხბურთო კარიერაში?
ყველა დღე, როცა ტიტულს ვიგებ. უკანასკნელ წლებში ყველაზე ბედნიერი დღე "კოპა დელ რეის" მოგებისას იყო, რადგან ჩვენ "ბარსელონას" მოვუგეთ. ჩვენ ვიცოდით, რომ შეგვეძლო მათი დამარცხება და ეს ასეც მოხდა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს "კოპა დელ რეი" ყველა მოგებულ ტიტულს გირჩევნია...
არა, ეს ასე არაა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება სულ სხვაა. "პორტოსთან" ერთად შევძელი ეს...
რა არ დაგავიწყდება იმ საღამოდან?
მატჩის შემდეგ დიდი ზეიმი იყო. როცა სამშობლოში დავბრუნდით გულშემატკივარმა ნამდვილი დღესასწაული მოგვიწყო.
რას იტყვი მოლოცვებზე? რომელი დაგამახსოვრდა ყველზე მეტად?
ხალხი მე მეუბნებოდა, რომ კარგად ვითამაშე. მეგობრების ზარები არ წყდებოდა ტელეფონზე...
მე ვიცი, რომ შენი ტელეფონის ნომერი ძალაინ ცოტა ადამიანს აქვს...
აქვს მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ვცდილობ, რომ ჟურნალისტებს არ ჩაუვარდეს ხელში. აქვს მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც მიყვარს და ვუყვარვარ.
გქონდა ბედნიერი დღეები კარიერაში, მაგრამ იყო სევდიანიც, მაგალითად 2004-ში ევროპის ჩემპიონატის ფინალში წაგება...
იყო ასეთი დღეებიც. ერთ-ერთი 2004-ში იყო. შესანიშნავი შესაძლებლობა გვქონდა ევროპის ჩემპიონატის მოგებისა, მაგრამ საკუთარ კედლებში ვერ მოვახერხეთ ეს. ასევე საშინელება იყო ჩემპიონთა ლიგაზე პენალტების სერიაში დამარცხება.
ფეხბურთის გამო ოდესმე გიტირია?
ვცდილობ გულშემატკივრების წინაშე ემოციები დავმალო. როცა ცოლთან ერთად ვარ სახლში, მაშინ ამ მხრივ არანაირი პრობლემა აქ მაქვს.
რას განიცდი ხოლმე ყველაზე მეტად?
მაშინ, როცა ვინმე უსამართლოდ მექცევა. ძალიან განვიცდი ამას.
ბედნიერებისგან გიტირია?
კი, რა თქმა უნდა. ცრემლები მაშინ დავღვარე, როცა ჩემი შვილები დაიბადნენ.
მე არ ვიცი, შენ ტირიხარ თუ არა სტადიონს გარეთ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მადრიდში თავს ბედნიერად გრძნობ...
დიახ, ეს ასეა. ჯერ კიდევ ადაპტაციას გავდივარ, მაგრამ ნაწილობრივ უკვე შევეგუე მადრიდს. ძალიან კარგი ქალაქია უამრავი ღირშესანიშნაობით.
როგორია კარვალიოს ერთი ჩვეულებრივი დღე?
პირველ რიგში, ბავშვები სკოლაში მიმყავს. ხანდახან ვასვენებ ხოლმე. კვირაში ერთ-ორჯერ უნდა დაისვენეონ(იცინის). შემდეგ, ცხადია, ვარჯიშზე მივდივარ. ვარჯიშის შემდგომ სახლში ვბრუნდები, სადაც მეუღლესთან ბევრს ვსაუბრობ ხოლმე, ერთად მივირთმევთ ყავას და ვსადილობთ. საღამოობით ბავშვები ჩოგბურთზე დამყავს. ხშირად დავდივარ სავარჯიშო დარბაზში კარინასთან ერთად. ჩვეულებრივ 19:30 საათზე ვვახშმობთ.
რატომ 19:30 საათზე? ეს ბრიტანეთიდან ხომ არ გადმოგყვა. აქ ჩვეულბრივ 21:30-22:00 საათზე ვახშმობენ....
ამას ბავშვების გამო ვაკეთებთ, რადგან 20:30 საათზე მათ უკვე სძინავთ, რადგან მეორე დილით 07:40-ზე ვერ ადგებიან.
მე მითხრეს, რომ შენ გიყვარს playstation-ზე თამაში...
მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ ამას ჩემი ბიჭისთვის ვაკეთებ. მას ძალიან უყვარს და ვეთამაშები ხოლმე. ჩემი გოგონა კი ბევრ დროს სახლის წინ, ბაღში ატარებს. ასევე მათ ძალიან უყვართ ველოსიპედით სეირნობა, ასევე სანაპიროზე თამაში.
ასევე მითხრეს, რომ ცურვა ძალიან გიყვარს...
დიახ, მე ვერ ვძლებ ცურვის გარეშე. თუ ზღვაზე ვერ მოვახერხე, ნებისმიერ სხვა ადგილას ვცდილობ ვიცურავო. დილას ადრე ვდგები ხოლმე და სანაპიროზე გავდივარ. არ მიყვარს დიდხანს ძილი.
ვიცი, რომ შენი საყვარელი მსახიობი მელ გიბსონია, ხოლო საყვრაელი ფილმი "მამაცი გული" არის...
ეს ფილმი უამრავჯერ მაქვს ნანახი. ძალიან მიყვარს. კიდევ ბევრჯერ ვაპირებ მის ყურებას.(იცინის) ასევე ძალიან მომწონს The next three days.
არც თუ ისე ბევრი კლუბი გამოგიცვლია, ასვე არანაირი პრობლემა არ გქონია არავისთან, არც არავინ დაგმუქრებია ოდესმე, არც რამე სკანდალში გახვეულხარ, პეპესა და მარსელოსგან განსხვავებით..
დიახ ეგრეა. ოჯახთან მირჩევნია ყოფნა, მათთან ერთად ძალიან მხიარულად ვარ ხოლმე. ვუსმენ მუსიკას, ვერთობი ბავშვებთან და ცოლთან ერთად.
მოდი ახლა სერიოზულ თემებზე გადავიდეთ. მოურინიო თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია...
დიახ, ნამდვილად...
რატომ?
იმიტომ, რომ ის არის პირდაპირი. ძალიან მომწონს მასში ეს. ფეხბურთელებთანაც პირდაპირ საუბრობს. ყველაფერს გვეუბნება, კარგსა თუ ცუდს. არ მოსწონს, როცა მის წინააღმდეგ მიდის ვინმე. გვეუბნება, რომ იგი ჩვენ და ჩვენს გადაწყვეტილებებს პატივს სცემს და მასაც პატივი უნდა ვცეთ.
ის არის საუკეთესო მწვრთნელი ვისთანაც კი გიმუშავია. არ არის ასე?
დიახ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე იგი საუკეთესო მწვრთნელია. თუ არ მათამაშებს, ეს სულაც არ მწყინს, რადგან იგი უმაღლესი დონის მწვრთნელია და იცის ვინ როდის უნდა ათამაშოს.
ჟოზე პორტუგალიის მოვლენებიდან შორს იყო. რატომ აღარ საუბრობ იმ ფაქტზე? რატომ წამოდი ნაკრებიდან?
ჩემზე ბევრ ტყუილს ლაპარაკობენ. მე პორტუგალიელი ვარ და ამით ვამაყობ. სულ სხვა თემაა ნაკრებიდან ჩემი წამოსვლა. მართალია იშვითად მიწევს სამშობლოში ყოფნა, ჩემი შვილები ლონდონში დაიბადნენ, მაგრამ მე და კარინა პორტუგალიელები ვართ და ამით ვამაყობთ. ჩემი სამშობლოსთვის არასდროს მიღალატია.
წინა გადაცემაში აქ პეპე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თქვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს...
ხალხი ვინც მე მიცნობს, იცის როგორიც ვარ. პეპე მე უდიდეს პატივს მცემს, ისევე როგორც მე ვცემ მას. პეპე ძალიან კარგი ადამიანია, მხირაული, მაღალი დონის მოთამაშე და რაც მთავარია, ნებისმიერ დროს მზადაა დასახმარებლად. როცა მე პრობლემები მქონდა, პირველ რიგში სწორედ ის დამიდგა გვერდით.
პეპე და კარვალიო განუყრელი წყვილია. ალბიოლს კი სკამზე დაჯდომა მოუწია...
დიახ, ალბიოლი ჩვენთან ერთადაა, ასევე ახლაწვეული ვარანეც, მაგრამ მე და პეპე კარგად ვართ შეთამაშებულნი. სულ ერთად გვიწევს თამაში..
გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა, იქ ოჯახივით ხართ. ასე არ არის?
მართლაც ასეა. შეიძლება ეს კარგად არ ჩანს გარეთ, მაგრამ გასახდელში ჩვენ ნამდვილი ოჯახივით ვართ.
რას ელი ამ სეზონისგან?
უპირველესად ყველა მატჩში სასურველი შედეგის მიღწევას. ყველა შეხვედრაში ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
შენც ეთანხმები იმას, რომ "რეალი" ამ სეზონში მართლაც საუცხოოდ გამოიყურება?
დიახ. გასულ წელსაც შესანიშნავად გამოვიყურებოდით და ამას გულშემატკივარიც ამჩნევდა. მოვიგეთ სამეფო თასი, ლიგაზე ნახევარფინალში გავედით. მაგრამ წელს უფრო მეტი გვინდა...
წარმოგიდგენია შენი თავი სიბელესზე მაისში?
ჯერ არ მინდა ამაზე ვიფიქრო. თამაში თამაშზე უნდა მოვიგოთ, რომ სიბელესზე წარვსდგეთ ფანების წინაშე.
რა არის კარვალიოს სურვილი ამ სეზონში, როგორც პირადი ასევე გუნდური?
ეს ორივე ჩემთვის ერთია. სურვილი მაქვს, რომ კარგად ვითამაშო, დავეხმარო თანაგუნდელებს, მოვიგო მატჩები და ტიტულები. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული....
- 16 სექტემბერი 2011
- 2 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.