ლურჯ-ბროწეულისფერი სისხლის წვეთი უკვე დაღვრილია
უმაღლესი დონის სისტემა, ხვრელები შემავსებლები და უმსხვილესი ძრავა, რომელსაც თითქოს შეეძლო ადამიანის დედამიწის ბოლოში, თვით დეივი ჯონსთან მიყვანა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ეს გემი თვით ღმერთებმა შექმნეს უბრალო ადამიანებისთვის...
რა არის ჩაუძირაობა?
ეს არის გემის მოხერხებულობა და შესაძლებლობა იყოს ყოველთვის ზღვის ზედაპირზე და და გაუმკლავდეს ნებისმიერ დეტალს.
არსებობს ძალიან ბევრი ევროპული გრანდი, რომელსაც შეეძლო დიდ ხანს ყოფილიყო საფეხბურთო სამყაროს მწვერვალზე. არცერთ მცირე დეტალს არ შეეძლო მათი ჰეგემონია დაესრულებინა.
ეს იყო მადრიდის “რეალი”, “მილანი”, “იუვენტუსი”, “ბარსელონა”, თუ “ინტერი”, ყველა იყო იქ - “ცასთან ახლოს”, როცა ისინი “თავიანთი ხელებით” ქმნიდნენ ისტორიას, მათ შეგვიძლია დავარქვათ საუკეთესონი, ისოტრიის შემქმნელნი ან ლეგენდები.
მაგრამ სამწუხაროდ, “ჩვენს სამყაროში არაფერია მარადიული”. ტიტანიკიც კი ჩაიძირა, ისე როგორც იძირებოდნენ სხვა ევროპული გრანდები. არცერთ კლუბს არ შეუძლია მარადიული ჰეგემონია. არცერთ სტილს, დონეს და თამაშს არ შეუძლია მარადიული საუკეთესოობა. ყოველთვის გამოჩნდება სხვა, უფრო ძლიერი, ან თუნდაც სუსტი, მაგრამ ის მოახერხებს და დაასრულებს ამ ყველაფერს.
მაგალითად გავიხსენოთ ეს “უიკ ენდი”. ალბათ, “რეალ სოსიედადს” არ გაუკეთებია, რაღაც სასწაული. რა თქმა უნდა, ეს იყო სენსაცია, მაგრამ ალბათ, ვერავის გააკვირვებ იმით, რომ “ბარსელონამ” სანაკრებო ბატალიების შემდეგ ქულები დაკარგა. თუმცა “სოსიედადის” წარმატების საიდუმლოს ხედავს სხვები - გენიოსები, რომლებმაც იციან, რომ “აისბერგების” გამოყენებით შეუძლიათ “საფეხბურთო აპოკალიფსი” მოახდინონ.
თუ მბრძანებლები ერთხელ მაინც გამოაჩენენ თავიანთ სისუსტეს, გაუჩნდებათ ძალიან ბევრი მოწინააღმდეგეები, რომლებსაც კიდევ უფრო გაუჩნდებათ საუკუთარი თავის რწმენა.
"ლურჯ-ბროწეულისფერი" სისხლის წვეთი უკვე დაიღვარა ზღვაში, ზვიგენები კი გზაში არიან.
- 15 სექტემბერი 2011
- 5 251
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.