ბენზემამ ნდობა დაიმსახურა
როგორც ესპანურ პრესაში იუწყებიან კარიმ ბენზემას დუბლმა მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის აზრი შეაცვლევინა ფეხბურთელის პასიურობაზე...
ტენერიფეს წინააღმდეგ მატჩში ფრანგი ფორვარდი ძალიან აქტიურად გამოიყურებოდა, რაც ჩილელ სპეციალისტს ძალიან ახარებს. წინა ტურებში კარიმი ძალიან პასიური გახლდათ და სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებაც მოუწია, სწორედ სასტარტოში არყოფნას უკავშირებენ ფრანგის გააქტიურებას, ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი მიხვდა, რომ თუ არ ითამაშებდა მაღალ დონეზე, იგი ადგილს დაკარგავდა ,,ბლანკოსის" ძირითად შემადგენლობაში.
შემდეგი მატჩი პელეგრინის გუნდს მარსელის ოლიმპიკის წინააღმდეგ აქვს მატჩი გასამართი, ესპანეთში ყველა ფიქრობს, რომ ბენზემა მარსელთანაც სასტარტოში იქნება, თავად ფეხბურთელი ძალიან მოტივირებულია და კიდევ სურს გოლების გატანა და მწვრთნელის ნდობის დამსახურება.
- 28 სექტემბერი 2009
- 3 220
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.