Quinta del Buitre-ს ისტორია [ნაწილი I]
სამეფო კლუბის რუსულ ენოვანმა საიტმა რეალმადრიდ.რუ-მ, საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.გთავაზობთ, აღნიშნული პოსტის ქართულ ვერსიას.
მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში მადრიდელებმა 5 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 2 უეფას თასი მოიგეს, ბევრი საფეხბურთო ექსპერტი, „თეთრებისათვის“ წარუმატებლად მიიჩნევს საუკუნის ამ პერიოდს.ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის კრახი, რომელიც დედაქალაქელებმა 80-იანების დასაწყისში განიცადეს.
1981 წელს, „რეალი,“ იუგოსლავიელი ვიუადინ ბოშკოვის თავკაცობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპულთან,“ ხოლო ლა ლიგაზე „სოსიედადთან“ დამარცხდა.მისთვის წარუმატებელი გამოდგა 1982 წელიც, სადაც გუნდმა იმავე „სოსიედადთან“ დათმო ჩემპიონობა.საბოლოოდ, აღნიშნულმა ფაქტმა ბოშკოვის მადრიდისეულ კარიერას დაღი დაასვა.
„ბლანკოსების“ ხელმძღვანელობამ, შემადგენლობის სადავეები, ამჯერად ლეგენდალურ დი სტეფანოს ჩააბარეს, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდა „კასტილიის“ მიმართ.მან კარგად იცოდა, რომ 1930 წლიდან მოყოლებული, როდესაც „რეალის“ მეორე გუნდმა დაიწყო არსებობა, არა ერთი სახელოვანი მოთამაშე გამოიზარდა აკადემიაში.
მაშასადამე, რახან უკვე კასტილია ვახსენეთ, იმასაც დავსძენ, რომ აღშნიშნული სტატია, სწორედ „კასტილიის“ ბწრყინვალე პერიოდზე მოგვითხრობს.
უწინარესად, უნდა გავიხსენოთ, 1979/80 წ.წ. სეზონი, როდესაც ე.წ „რეალ მადრიდ ბ“-ემ „კოპა დელ რეის“ ფინალში გააღწია.კანტერანოსებმა გზად ისეთი მეტოქეები ჩამოიცილეს, როგორებიც არიან: „ესტრემადურა,“ „ალკორკონი,“ „რასინგი,“ „ერკულესი,“ „სპორტინგი,“ „ატლეტიკი“ და „რეალ სოსიედადი.“ნიშანდობლივია, რომ მათი მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში გახლდათ „რეალის“ ძირითადი გუნდი (საკმაოდ საინტერესო მოვლენაა).საბოლოოდ, 6-1 დაფიქსირდა ტაბლოზე, უფროსების სასარგებლოდ.
„მიუხედავად იმისა, რომ ფინალამდე პრიმერას მოწინავე გუნდები დავამარცხეთ, ფინალში გამარჯვების შანსი ნულის ტოლი იყო“ - აღნიშნა „კასტილიის“ იმდროინდელმა მწვრთნელმა, რიკარდო გალიეგომ.
ახალგაზრდული გუნდის სენსაციური წარმატების დასაბამი, ბრწყინვალე კვინტეტი იყო.ისინი, დღეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელები არიან: ემილიო ბუტრაგენიო, მარტინ ვასკესი, მიგელ პარდესა, მიჩელი და მანუელ სანჩესი.სწორედ, ფინალში გასვლის შემდეგ, ესპანელებმა ისინი შერაცხეს, როგორც La Quinta del Buitre - სვავების ხუთეული.
პირველად, აღნიშნულმა ფრაზამ გაზეთ „ელ პაისის“ ფურცლებზე ჰპოვა ბინა.ჟურნალისტმა ხულიო იგლასიასმა, მკითხველს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, აღორძინებულ „კასტილიაზე:“ „როდესაც გამოცემამ სტატიის მომზადება მთხოვა, გადავწყვიტე კანტერელ ხუთელზე დამეწერა.აღსანიშნავია, რომ ყველას ძალიან მოეწონა ეს პუბლიკაცია და მოგვიანებით, მეორე ნაწილის დაწერა მთხოვეს, ხოლო ფეხბურთელებს კი, რომელთაც შეეხოთ ნაშრომი, უკვე ვარსკვლავები არიან“ - დასძინა იგლასიასმა.
გამომდინარე იქედან, რომ იმ დროისათვის „ელ პაისის“ ერთ-ერთ სერიოზულ ორგანიზაციად ითვლებოდა, მის გვერდებზე მოხვედრა ნებისმიერი ფეხბურთელისათვის დიდი პატივი იყო:
ბუტრაგენიო: „ჩვენს გუნდში მოთამაშეები ერთმანეთს ავსებდნენ.თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა და ამან შედეგი გამოიღო.რა თქმა უნდა, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის დი სტეფანოზე, რომელმაც ყურადღება მოგვაქცია, რამეთუ იმ დროს ნაკლებად იხედებოდნენ მეორე გუნდისაკენ.ერთი სიტყვით, გარჯა დაგვიფასდა და მალე მოვიხვეჭეთ ქომაგების პატივისცემა.“
მარტინ ვასკესი: „კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ალფრედომ პირველ გუნდში მიხმო.ძალიან გახარებული ვიყავი იმით, რომ გასახდელში კუმირებთან ერთად ვიქნებოდი.ვგონებ, ნამდვილად დაგვიფასდა თავგანწირული მუშაობა.18 წლის ასაკში, ძირითად შემადგენლობაში გადავედი და ვარსკვლავებთან ერთად ვთამაშობდი.“
ემილიოს დებიუტი მთავარ გუნდში, 1981 წლის 5 იანვარს შედგა „კადისის“ წინააღმდეგ.მალე, მას საშუალებას მიეცა „ბერნაბეუზეც“ ჩაეტარებინა პირველი თამაში: „ამანსიომ საშუალება მომცა მეთამაშა „ბარსელონას“ წინააღმდეგ.საოცარო გრძნობა დამეუფლა, როდესაც მოედანზე გაამოვედი.მართალია, იმ წელს კატალონიელებმა აიღეს თასი, მაგრამ მათი დამარცხება სამი უპასუხო ბურთით შევძელით.“
ბუტრაგენიომ 1984 წლის უეფას თასზე დაამტკიცა, რომ დიდებული მოთამაშე იყო.მაშინ, „რეალს“ გასვლა ჰქონდა წაგებული „ანდერლეხტთან“ 3-0 და შინაურ კელდებში აუცილებლად საჭიროებდა დიდი ანგარიშით მოგებას.საბოლოოდ, ბელგიელები 6-1 დაამარცხეს.აქედან 3 გოლი ემილიოს ანგარიშზეა.
ალბათ, სტატიის პირველი ნაწილიდან, ასე თუ ისე, შეგექმნათ წარმოდგენა იმ დროინდელ „კასტილიაზე.“მართლაც, რომ დიდებული ეპოქა სუფევდა ახალგაზრდებში.იმედია, ოდესმე, კვლავ ვიქნებით მომსწრენი მსგავსი ფაქტისა.
To Be Continued…
- 14 სექტემბერი 2011
- 1 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.