Jose Mourinho vs Pep Guardiola
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჟურნალისტებს გააჩნიათ უდიდესი ძალაუფლება - მათ შეუძლიათ ნებისმიერი, ცრუ თუ მართალი ინფორმაციის შთაგონება ადამიანებზე.
გასაკვირი არ არის, რომ ისეთი კლუბების მწვრთნელებზე, როგორიც მადრიდის რეალი და ბარსელონაა, ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ ორივე მწვრთნელზე. ისინი არ იჯერებენ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებზე იწერება.
მოდით ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ, თუკი ჩვენი აზრი არ გვექნება და ყველაფერს დავიჯერებთ რაც იწერება პრესაში.
მაგალითად მოურინიოს და გვარდიოლას ერთი ჩვეულებრივი დღე.
გასაკვირი არ არის, რომ ისეთი კლუბების მწვრთნელებზე, როგორიც მადრიდის რეალი და ბარსელონაა, ძალიან ბევრი ინფორმაცია იწერება, მაგრამ ამის მიუხედავად, ადამიანებს საკუთარი აზრი გააჩნიათ ორივე მწვრთნელზე. ისინი არ იჯერებენ ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ ადამიანებზე იწერება.
მოდით ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ, თუკი ჩვენი აზრი არ გვექნება და ყველაფერს დავიჯერებთ რაც იწერება პრესაში.
მაგალითად მოურინიოს და გვარდიოლას ერთი ჩვეულებრივი დღე.
მოურინიო:
05:30 - ურეკავს პედრო ლეონს ანონიმური ნომერით, რომ გააღვიძოს.
07:00 - სადილობს და შემდეგ იწყებს ვარჯიშს - დიდი მონდომებით ამუშავებს ტექნიკას, თუ როგორ დააბიჯოს ადამიანს თავზე(იგულისხმევა ეპიზოდი, როცა ის
თითქოს ფაბრეგასს თავზე აბიჯებდა ფეხს)
08:30 - მიდის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად, მისი მოთხოვნაა დაითხოვონ “სანტიაგო ბერნაბეუს” მცველები და ეგ სამუშაო ხორხე მენდეშს მიანიჭონ (ხორხე
ჟოზეს და კრიშტიანოს აგენტია)
09:15 - მიემართება “ვალდებებასისკენ”, გზაში ტროტუარზე ავა და ძალიან მცირედით აცდება მოხუც ქალბატონს. ამ დროს კი დაიფიცებს, რომ ხვალ ნამდვილად არ ავაცდენო.
10:30 - კონტაქტი აქვს წარსულის გმირების სულებთან და აგრეთვე ხართან, რომელმაც მანოლეტო მოკლა(ცნობილი ტორეადორი, რომელიც ხარმა მოკლა). ის თავის იდეებს აწვდის მათ და აგრეთვე ახალს იღებს მათგან.
12:00 - იწყებს ვარჯიშს, რომელსაც ესწრება მისი შვილი.პირველი 15 წუთის განმავლობაში, სადაც ვარჯიშს ჟურნალისტებიც ესწრებიან, ფეხბუთელებისგან ღიმილს მოითხოვს.
12:15 - როცა ჟურნალისტები მიდიან, მაშინ იწყება ნამდვილი ვარჯიში. ხდება უამრავი დარტყმის ტაქტიკის დამუშავება. აგრეთვე ფეხბურთელებს, ჟოზე წვრთნის ბოლო წუთებზე ჩხუბის დაწყების ოსტატობაში.
13:30 - ფეხბურთელები იკრიბებიან გასახდელში და ერთხმად იძახიან: მოურინიო საუკეთესოა! ჩვენ გვიყვარს ჟოზე!
14:00 - პოლიციაში რეკავს ანონიმური ნომრით და იტყობინება, რომ პედრო ლეონი სინამდვილეში უმსხვილესი ნარკოდილერია.
15:00 - ვახშამი. აგრეთვე ხდება განხილვა, თუ როგორ შეურაწყოს და გააპაზოროს მადრიდის რეალის ისტორია.
17:00 - მოდის სახლისკენ. გზაში მას აჯარიმებენ, რადგან კინაღამ გაიტანა მოხუცი ცოლქმარი. ჟოზე ყვირის და ილანძღება: “თქვე ნაძირლებო, სასწრაფოდ უნდა გავესაუბრო თქვენს უფროს. მხოლოდ თქვენთან საუბარი არ არის ჩემთვის საკმარისი(იგულისხმევა ეპიზოდი, როცა ჟურნალისტებმა დატოვეს პრესკონფერენცია
კარანკას დანახვაზე).
18:00 - შვილს აწნის სილას, რადგან მან უფრო მეტი ყურადღება მის მეგობარს მიაქცია და არა ჟოზეს. მიდის Hipercor - “სუპერმარკეტში” საყიდლებზე.
19:00 – Hipercor-ში შესლის შემდეგ, რამდნიმე წუთში ვარდება მუხლებზე და იწყებს ტირილს - “სუპერმარკეტში” არ ყოფილა მარწყვის Red Bull-ი.
19:50 - Hipercor-იდან უამრავ პროდუქტს ყიდულობს, ფულს იხდის El Corte Inglés-ს საკრედიტო ბარათით, რომელიც პედრო ლეონს მოპარა.
20:00 - იგებს, რომ შვილმა ვახშამი, მისი თანხმობის გარეშე ჭამა და ცოლს სასტიკ სკანდალს უწყობს.
21:00 - ურეკავს ფლორენტინო პერესს სასტიკი მოთხოვნით - “სანტიაგო ბერნაბეუს” “მოურინიო დიდებული” უნდა დაერქვას.
22:15 - მიდის საძინებელ ოთახში და კითხულობს წიგნს “გაუგებარი გმირი”
02:30 - ურეკავს პედრო ლეონის ცოლს და თავს აცნობს, როგორც პედროს საყვარელი.
გვარდიოლა:
06:00 - უკვე ტრადიციულად, ფანჯარასთან ანგელოზი მოფრინდება და როგორც პეპმა ასწავლა, კატალონიურ სიმღერას - "Muntanyes regalade-ს უმღერებს.
06:15 - გვარდიოლა, რომელიც თანადგომას უცხადებს მთელ მსოფლიოში გაჭირვებულ ადამიანებს, მათსავით იატაკზე ძინავს და იღვიძებს.
07:00 - სადილს უმზადებს ოჯახს და აგრეთვე El Raval-ს გაჭირვებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა ნატურალური, პროდუქტებით, რომელიც თვითონ, თავის ბაღჩაში
მოიყვანა.
07:45 - დილის ვარჯიშის - გარბენის დროს, გადაარჩენს კატას, რომელიც ხეზე შერჩა, აგრეთვე ეხმარება მოხუც კაცს გზაზე გადასვლის დროს. მისი ოფლი, როცა
მიწას ეხება, ზებუნებრივად მოქმედებს და მალე იქვე ლამაზი ყვავილები ამოდის.
08:30 - შხაპის მიღების შემდეგ(რა თქმა უნდა, შხაპს იღებს გადადუღებული წყალით), თავისი შვილები(არც მასკერანო და არც კეიტა - ერთერთ ინტერვიუში პეპმა მათ
თავისი შვილები უწოდა) მიყავს სკოლაში, რომლის მშენებლობის დროს, მუშებს თავისი ხელებით ეხმარებოდა.
09:35 - სანამ გუნდის გასაწვრთნელად წავა, სახლის დალაგებას ასწრებს, აგრეთვე მეზობელს ეხვეწება, რომ მანქანას გაურეცხავს, თუმცა მეზობელი უარით
ისტუმრებს და დამწუხრებული გვარდიოლა სამწვრთნელო ბაზაზე მიდის.
11:00 - მიდის სამწვრთნელო ბაზაზე - რა თქმა უდნა, გვარდიოლა ისეთი კეთილშობილია პირდაპირ გადაფრენაც შეუძლია, მაგრამ სხვა პეპი ძალიან თავმდაბალია, ის
ადამიანებს თანადგომას უცხადებს და ამიტომ მანქანით მიდის.
12:00 - ჩერდება ბანკომატთან, რომ ფული მოხსნას, იქ კი ამ დროს ბანკს ძარცვავენ. გვარდიოლა იწყებს მძარცველთან საუბარს და ახერხებს მის გადაფიქრებას
გაძარცვის თაობაზე, ამის მაგივრად მძარცველს დაარწმუნებს Sabadell-ს ფონდის გახსნაზე, რომლის სახეც თვით პეპი იქნება.
13:30 - ვარჯიში ფეხბურთელების ოჯახის წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად მიმდინარეობს.
13:45 - ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ვილანოვას ყურზე წასასმელ მალამოს ჩუქნის, ამ დროს კი აცრემლებული თვალებით ჟურნალისტები ტაშს უკრავენ
და ოვაციებს გამოხატავენ.
14:30 - ბუსკეტს სახლში გააყვანიებს თავს, თვით ესპანელი მიდის თავის ორგანიზაციაში სახელად - SOS! РАСИЗМ!", რომლის მთავარი სახე- არგენტინელი მესია.
17:00 - არკვევს, რომ გახდა ერთადერთი გამარჯვებული Euromillions ლატარიის და მთლიან თანხას აწვდის ფონდს სახელად “თავმდაბალი ადამიანები”.
18:00 - შვილებს(არა კეიტას და მასკერანოს) საშინაო დავალების შესრულებაში ეხმარება, შემდეგ კი მიდის საშინაო ცხოველის ასაყვანად.
20:00 - ვახშამზე პატიჟებს არარეგალურ ემიგრანტებს და ეხმარება მათ რეგალური სამსახურის დაწყებაში
22:00 - მიდის Batcave-ში და მზადყოფნას აცხადებს, თუკი მის ქალაქს დახმარება სჭირდება.
- 13 სექტემბერი 2011
- 3 095
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.