რონალდუს ინტერვიუ
უკვე მესამე სეზონია, რაც მადრიდისტა ხართ. მეორე სეზონი , თქვენთვის პირადად ძალზედ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რა გეგმები გაქვთ მიმდინარე წელს?
- მიზანი-მოგებაა. ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება. ეს მიზნები "მადრიდის რეალი"-სთვის მუდამ პრიორიტეტული იყო და დარჩება კიდეც, ვინაიდან ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ტურნირებია. ყოველი მომდევნო სეზონი ახალი გამოწვევაა, შესაბამისად ის წინაზე უკეთესი უნდა იყოს. ჩემ თავს ყოველთვის ვეუბნები, რომ აუცილებელია მიღწეულის გაუმჯობესება.
რას ფიქრობ წლევანდელ ლა ლიგაზე? ფიქრობთ, თუ არა, რომ ბრძოლა კვლავ მხოლოდ "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება? არ გეჩვენებათ, რომ ამ ჩემპიონატმა ინტერესი დაკარგა?
- არა, ვინაიდან ლა ლიგაში უფრო მეტი კონკურენციაა. პრემიერ ლიგასთან ერთად, ეს პლანეტის ყველაზე საუკეთესო ჩემპიონატია. თუ კარგად დავუკვირდებით, ვნახავთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები ინგლისიდან და ესპანეთიდან არიან. ეს იმიტომ, რომ ამ გათამაშებებში ძალზედ დაძაბული კონკურენციაა, ეს კი ყველაზე მთავარია. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ "მადრიდის რეალსა" და "ბარსელონას" აქვთ ჩემპიონობის შანსები. არ დაგავიწყდეთ "ვალენსია", რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ყავს.
პირველი ტურებიდან უკვე ნათელია, ვინ რისი მაქნისიცაა. ხუთ და ექვსგოლიანი სხვაობით მეტოქის დამარცხება... არ გეშინიათ, რომ მალე ყველაფერი ადვილად პროგნოზირებადი და მოსაბეზრებელი გახდება?
- მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველთვის როდი შევძლებთ ექვსი გოლის გატანას. უფრო მძიმე და რთული პერიოდიც გვექნება. წავაგებთ კიდევაც. ღმერთმა ქნას, რომ მთელი სეზონი ამ სიმაღლეზე ვიყოთ და სულ კარგი თამაშები ვაჩვენოთ.
წინა სეზონში გოლების ცვენისა და მიმდინარე სეზონის კარგი სტარტის შემდეგ , არ გეშინიათ იმისი, რომ გულშემატკივართა მხრიდან კარგი შეფასების მისაღებად თითო თამაშში მინიმუმ ორი გოლის გატანა მაინც მოგიწევთ? ეს თქვენზე არ მოქმედებს?
- არა, მე ზეწოლა საერთოდაც არ მაინტერესებს და არ მანაღვლებს. ვცდილობ თამაშისგან სიამოვნება მივიღო, თუ გოლს ვიტან-ამას რა ჯობია, მაგრამ თუ ვერ გამაქვს და ჩემი გუნდი იგებს , ეს მთლად უკეთესი. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერი , რაც შეიძლება კარგად გავაკეთო, მიმდინარე სეზონის ბოლოს ვნახავთ შევძლებ, თუ არა ჩემი გატანილი გოლების რაოდენობის გაზრდას.
და კვლავ დუელი "ბარსელონასთან", როგორც ექსერტები ამბობენ, ეს ყველაზე რთული და ძნელად პროგნოზირებადი დაპირისპირება იქნება მიმდინარე სეზონში...
- აუცილებელია მოვიგოთ, ვფიქრობ "ბარსელონას" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, შესაბამისად მათ წინააღმდეგ თამაში, არც თუ ისე იოლი იქნება. მათ დასამარცხებლად ყველაფერი 100 %-ით უნდა გაიღო. ვფიქრობ, რომ ამ სეზონში უფრო კონკურენტუნარიანნი ვართ, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს წელი "მადრიდის რეალის" იქნება.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ , ვიხილეთ ენცო ზიდანის ვარჯიში. რას ფიქრობთ "მადრიდის რეალის" კანტერაზე? ფიქრობთ თუ არა, რომ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც ალვარო მორატაა, შეუძლიათ გამოწვევის მიღება?
- მორატა ძალზედ კარგი ფეხბურთელია. მთელი სეზონის მანძილზე ხშირად მოგვიწევს ერთად მუშაობა, მათ მაღალი დონე აქვთ. "მადრიდის რეალს" მომავალში ბრწყინვალე გუნდი ეყოლება, არამარტო მორატას, არამედ ხუან კარლოსის, ხესეს და სხვათა დახმარებით. ხუთი თუ ექვსი ბიჭია, რომლებსაც სულ რამოდენიმე წელში შეუძლიათ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდნენ.
და ევროპისახალ ვარკსვლავებზეც მინდა გკითხოთ: რას ფიქრობთ ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელ მარიო გოტცეზე?
- სამწუხაროდ მე მას არ ვიცნობ. ჩემთვის ყველაზე საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელი ამ ეტაპზე მესუთ იოზილია.
თქვენ ყოველთვის ამბობთ, რომ ფერგიუსონი მეორე მამაა. მაშინ ვინ არის თქვენთვის მოურინიო?
- მისტერ მოურინიო-ეს: პირველ რიგში - ჩემი მეგობარი, მეორე - ჩემი მწვრთნელი და მესამე-პიროვნება, რომლითაც მე აღფრთოვანებული ვარ, რომელთანაც მუშაობა მახარებს და რომლისგანაც ყოველდღე რაღაც-რაღაცეების სწავლა შემიძლია.
რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგაზე?
- ეს არსებული ტურნირებიდან საუკეთესოა. ყველას უნდა მისი მოგება, შესაბამისად ის ყველაზე ძნელი ჩემპიონატიცაა. მიმდინარე წელს, არც თუ ისე ადვილი გასეირნება გველის, მაგრამ ჩვენ კვლავ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვნახოთ, რა იქნება.
და კვლავ "ლიონი"...
- (იცინის) დიახ. სინამდვილეში, ახალი გუნდების გაცნობა სულ მხიბლავდა. როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ვთამაშობდი, მათ წინააღმდეგ რამოდენიმეჯერ მომიწია თამაშმა, ბოლო ორი წელი კი "მადრიდის რეალის" რიგებში მათ სისტემატიურად ვხვდებით. ძალიან რთული მეტოქეა, ჩემი აზრით საფრანგეთში საუკეთესო გუნდია. მაგრამ ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება.
პირველად "ზაგრების დინამოს" დაუპირისპირდებით. რა იცით ამ გუნდზე და მის ფეხბურთელებზე?
- სიმართლე გითხრათ, მე არაფერი არ ვიცი მათზე. როგორც ვიცი, მათ რიგებში ერთი პორტუგალიელი თამაშობს, შესაბამისად ქალაქი და გუნდის სახელი ვიცი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქ, როგორ თამაშობენ და როგორ უნდა ვეთამაშოთ მათ. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქ დრო მათ შესასწავლად.
მომავალზე ვისაუბროთ: ფიქრობთ თუ არა, რომ ოდესმე დაბრუნდებით სახლში, ითამაშებთ პორტუგალიის ჩემპიონატში და კარიერას იქ დაამთავრებთ?
- ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ. მე პორტუგალიელი ვარ და ვაღმერთებ საკუთარ ხალხს და ქვეყანას, მაგრამ კარიერის იქ დასრულება?... რაღაც არამგონია... თუმცა წინასწარ არავინა არაფერი არ იცის, შეიძლება.
ეხლა, როცა რუსულ ფეხბურთში ამხელა თანხები ტრიალებს, როცა თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი სკანდალური შემოთავაზებების შესახებ ხდება ცნობილი რუსული კლუბებიდან, რას ფიქრობთ, წახვიდოდით ოდესმე იქ სათამაშოთ, თუ თქვენც ანალოგიური მეგაწინადადებით მოგმართავდნენ?
- ამჟამად მე "მადრიდის რეალში" ვთამაშობ და მსგავს არაფერს არ ვაპირებ. ფეხბურთში არასდროს არ იცი რა მოხდება რამოდენიმე წლის შემდეგ, ამჟამად მე სრულიად ბედნიერი ვარ იქ, სადაც ვთამაშობ და მომავალში რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. წინასწარ არაფერი არ იცი.
- 13 სექტემბერი 2011
- 2 097
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.