მაურინიოს სტატისტიკა
ჟოზე მაურინიოს სტატისტიკა ინგლისური, ფრანგული, გერმანული და არაევროპული გუნდების წინააღმდეგ
მისი სტატისტიკა ინგლისური გუნდების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ იგი მართლაც განსაკუთრებულია. არაერთი სპეციალისტისა და უბრალო გულშემატკივრის აზრით ნისლიან ალბიონზე ყველაზე თანაბარი ჩემპიონარი ტარდება გუნდების სიძლიერის მიხედვით და ეს ყველაფერი უფრო მეტ ხიბლს მატებს იმ ფაქტს, რომ ჟოზეს ყველა ინგლისურ კლუბთან დადებითი ბალანსი აქვს (!).
სულ პორტუგალიელმა სპეციალისტმა 171 შეხვედრაა ჩაატარა, აქედან 117 მატჩი (68.42%) დასრულდა იმ გუნდების სასარგებლოდ, რომლის თავკაციც იმ დროისათვის "Special One" გახლდათ. 35 შემთხვევაში ფრე დასრულდა, ხოლო 19 მატჩი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ დასრულდა.
(გათვალისწინებულია პენალტების სერიაში დაფიქსირებული შედეგებიც)
სულ მას მოუწია 34 ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში. სამწუხაროა, რომ მათ რიგებში არ იყო ისე გუნდები როგორებიც არიან ინგლისი 4 გზის ჩემპიონი "შეფილდი", "ლიდს იუნაიტედი", "დერბი ქაუნთი", "იპსვიჩ თაუნი" და შეიძლება ალბათ ამ სიიც გაგრძელება, კიდევ რამოდენიმე საინტერესო გუნდით. სხვებთან შედარებით ყველაზე კარგად მოუს გუნდებს რაფა ბენიტესის გაწვრთნილი "ლივერპული" დაუდგა.
ფრანგული კლუბებიდან "განსაკუთრებულს" მთლიანობაში 6 მოწინააღმდეგესთან მოუწია თამაში, რომელთანაც 15 მატჩი ჩაატარა და მისმა გუნდებმა 11 მოიგეს (73.33%), 3 ფრე და მხოლოდ 1 წაგება ლენსისგან. ერთადერთი მარცხი 2002 წლის 12 დეკემბერს დაფიქსირდა, უეფას თასის 1/16 ფინალში "ლანსმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა პორტო 1:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში პორტო გავიდა შემდეგ ეტაპზე, დაამარცხა რა პორტუგალიაში მეტოქე ანგარიშით 3:0.
ფრჩხილებში მითითებულია ბურთების სხვაობა.
შეგახსენებთ რომ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ერთერთი მეტოქე ჯგუფურ ეტაპზე ფრანგული "ლიონი" იქნება.
პორტუგალიელს გერმანელებთან სხვებთან შედარებით ყველაზე მოკრძალებული სტატისტიკა აქვს. აქ ალბათ საინტერესო მხოლოდ ვერდერის სტატისტიკაა, რომელმაც შეძლოს და დაამარცხა, როგორც ინტერი, ასევე - ჩელსი. სულ 13 თამაში, აქედან 7 მოგება (53.84%), 3 ფრე და 3 წაგება.
განსაკუთრებული არაევროპული გუნდების წინააღმდეგ.
- 13 სექტემბერი 2011
- 3 997
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.