ბენზემა:"მოურინიო მუდამ გვერდში მიდგას"
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ განაცხადა,რომ მას მოურინიო და ფეხბურთელები მუდამ გვერდში უდგანან.
ჟურნალისტი: –დუბლი "სანტიაგო ბერნაბეუზე" როგორც ჩანს,თქვენ შსანიშნავ ფორმაში ხართ
ბენზემა: –ეს სიმართლეა, მე შესანიშნავ ფორმაში ვარ.მთელი გუნდი კმაყოფილია გამარჯვებით,ჩვენ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ "ხეტაფემ" ნამდვილი ბრძოლა გაგვიმართა.
ჟურნალისტი: –თქვენ პირველი გოლი საკმაოდ ადვილად გაიტანეთ
ბენზემა: –ბოლო დროს,მართლაც მე ყველაფერი მიადვილდება,მე ვარ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში.მოურინიოც ხელს მიწყობს და მეც მის იმედებს ვამართლებ.მთავარია იყო თავდაჯერებული და მე ეს ძალიან მეხმარება.
ჟურნალისტი: –ცხადია,რომ თქვენ შსანიშნავად უგებთ რონალდუსა და ოზილს..რაშია საიდუმლო?
ბენზემა: –ალბათ მეხმარება ის,რომ ჩვენ ძალიან კარგი მებობრები ვართ,ჩვენ სიამოვნებით ვთამაშობთ ერთად და ეს გვეხმარება ერთმანეთის გაგებაში.
ჟურნალისტი: –რონალდუ ძალიან დაგეხმარათ მეორე გოლის გატანაში..
ბენზემა: –როდესაც ჩვენ დავიწყეთ კონტრშეტევა,მე კარგად გავეხსენი მას და მანაც შესანიშნავი პასი მომცა და გოლის გატანა არ გამჭირვებია.
ჟურნალისტი: –თქვენ იცოდით,როცა მოედანზე გამოხვედით "ბარსელონას" დაკარგული ქულების შესახებ?
ბენზემა: –დიახ,ჩვენ ვიცოდით,მაგრამ ჩვენ არასოდეს ვუყურებთ სხვას,ჩვენ მუდამ გამარჯვებისათვის ვიბრძვით მოედანზე.
ჟურნალისტი: –ბევრს გაუკვირდა,როდესაც მატჩის 85–ე წუთზე იგუაინმა შეცვალა ოზილი და გონსალომ მაშინვე მოახერხა გოლის გატანა..ხო არ ნერვიულობთ?
ბენზემა: –(იცინის)არ ვნერვიულობ,რადგან კონკურენცია ძალიან გეხმარება.ბედნიერი ვარ იგუაინის გატანილი გოლით,ის ჩემი მეგობარია.
ჟურნალისტი: –წინ ჩემპიონთა ლიგა გელით..
ბენზემა: –როდესაც,ჩვენ დავამთავრეთ "ხეტაფესთან" მატჩი,მაშინვე ლიგაზე დავიწყეთ ფიქრი.რათქმაუნდა "დინამოსთან" სასურველი შედეგის მისაღწევათ ვიბრძოლებთ.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.ru
- 13 სექტემბერი 2011
- 2 297
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.