"ტენერიფეს" ფეხბურთელთა კომენტარები
"ტენერიფეს" ფეხბურთელებმა "რეალთან" დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს.
მიკელ ალონსო:
"შედეგი არ ასახავს მოედანზე მომხდარს, მაგრამ როცა "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადიხარ სათამაშოდ, ეს ურთულესი საქმეა. თუ კარგად თამაშობ, მაგრამ ვერ გაგაქვს გოლი, ხვდები, რომ შედეგი ასეთი იქნება. სწორედ ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც. ეს მატჩი მადრიდელთათვის იყო რთული, მათ გაიმარჯვეს, მაგრამ ამის გაკეთება გაუჭირდათ. ჩემი დაპირისპირდება საკუთარ ძმასთან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოჯახისათვის".
კარლოს ბელვისი:
"პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და ვფიქრობ, მეტოქეც დავჯაბნეთ. ჩვენ უფრო დიდხანს ვფლობდით ბურთს, მაგრამ მათ შექმნეს მომენტი და გაგვიტანეს სამი გოლი, რომელსაც არ ველოდით. აქტივში კარგი მატჩი ჩავიწერეთ, მაგრამ მათმა ცვლილებებმა შედეგი გამოიღეს. მათ ჰყავთ შესანიშნავი ფეხბურთელები შეტევის ხაზში. არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე".
პაბლო სისილია:
"გუნდი უშიშრად გავიდა მოედანზე და ვცდილობდით რაც შეიძლებოდა კარგად გვეთამაშა. მეორე ტაიმის სტარტზე მათ გამოასწორეს თამაში და გაგვიტანეს პირველი გოლი. მათი შეტევის ხაზი განსაცვიფრებელია. სწორედ ამან იმოქმედა მატჩის შედეგზე. პირველ ტაიმში კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ დარტყმული ბურთი კასილასმა უკუაგდო. მართალია საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ გვიწევდა პაექრბა, მაგრამ ვცდილობდით კარგად გვეთამაშა".
ინფორმაციის წყარო: Clubdeportivotenerife.es
- 28 სექტემბერი 2009
- 3 592
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.