მოურინიო:"იანვარში ტრანსფერის გახნორციელებას არ ვაპირებთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,რომ სავარაუდოდ ის და მისი კლუბი იანვარში არანაირ ტრანსფერს არ განახორციელებენ.

ჟურნალისტი: –ვიხილავთ თუ არა კაკას ხშირად სასტარტოში?

მოურინიო: –მე აქ არ განვიხილავ ძირითად შემადგენლობას

ჟურნალისტი: –არის თუ არა თქვენი მიზანი ნეიმარი?

მოურინიო: –ჩემთვის ეს საკითხი არ არსებობს,მე არ მომწონს,როდესაც მეკითხებიან იმას რასთანაც არ მაქვს საერთო.

ჟურნალისტი: –თქვენ,როგორც მენეჯერი,გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ალტინტოპის დებიუტთან დაკავშირებით?

მოურინიო: –მე მწვრთნელი ვარ და არა ექიმი.მწრთვნელს მხოლოდ ტრანსფერის მომგებიანობა აინტერესებს. ფეხბურთელი,რომელიც კლუბისთვის უფასოა და რომელიც ახლა ტრავმირებულია და რამდენიმე თვეში შეუერთდება გუნდს, კლუბისთვის კარგ შენაძენად ითვლება. ალტინტოპს 3 წლიანი კონტრაქტი აქვს და ის მხოლოდ პირველი 3 თვე ვერ შეძლებს თამაშს." განაცხადა ჟოზემ.

ჟურნალისტი: –თქვენ მადრიდის "რეალს" ხელმძღვანელობთ,იგეგმება თუ არა კლუბში ცვლილებები?

მოურინიო: –მე არავის არ ვხელმძღვანელობ.მე ვაკეთებ ჩემს საქმეს–ფეხბურთელები თავიანთს.ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ყველაფერი გულიდან ამოსული სიტყვებია.რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ სხვები,მადრიდის "რეალი" საუკეთესო კლუბია,საფეხბურთო ისტორიაში,ან უფრო პრაგმატულად რომ ვთქვათ,"მთელ მსოფლიოში"

ჟურნალისტი: –თქვენს განაცხადში 23 ფეხბურთელია..აპირებთ თუ არა იანვარში ტრანფერის განხორციელებას?

მოურინიო: –არა,რადგან ჩვენ შეკრულნი ვართ და არ ვაპირებთ ვინმეს დამატებას.ჩვენ დიდი რესურსი გაგვაჩნია და არავის დამატება კლუბში საჭიროებას არ წარმოადგენს.

ჟურნალისტი: –რას იტყვით იგუაინზე?

მოურინიო:–იგუაინმა შესანიშნავად იასპარეზა არგენტინის ეროვნულ ნაკრებში და ასევე ბრწყინვალედ ჩაერთო გუშინდელ შეხვედრაშიც. მე ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ პიპიტა შესანიშნავი მოთააშეა.


ჟურნალისტი: –ბენზემამ ისევ მოახერხა გოლის გატანა.ის რადიკალურად შეიცვალა

მოურინიო: –კარიმმა სრული ტრანსფორმაცია განიცადა და შესაბამისად იგი მაღალ შეფასებას იმსახურებს. მას აქვს უნარი, რომ იყოს კარგი ფეხბურთელი. ამ ყველაფერს ხალხი ძალიან კარგად ხედავს.

ჟურნალისტი: –რას იტყვით კარვალიოსა და პეპეზე?

მოურინიო: –შემდეგი შეკითხვა

ჟურნალისტი: –არ გშურთ,როდესაც გავრდიოლას კატალონიის პარლამენტი აჯილდოვებს?

მოურინიო: –არ გამაცინოთ

ჟურნალისტი: –დარჩნენ კლუბები,რომელთაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ "ბარსასა" და "რეალს"?

მოურინიო: –"ბარსელონას" არა,მაგრამ მადრიდის "რეალს"–დიახ.თითოეულ გუნდ შუძლია დაგვამარცხოს.





ინფორმაციის წყარო: As.Com

  • ViVa_Nika
  • 12 სექტემბერი 2011
  • 1 771
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (86)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)