ბენზემამ კოპას გადაასწრო
ქარიმ ბენზემამ უკვე 25 გოლის გატანა შეძლო "ლა ლიგაში" მას შემდეგ, რაც თეთრი მაისური მოირგო. ამ შედეგით მან მის თანამემამულე კოპას გადაასწრო. ლეგენდარულ ფრანგს "რეალის" რიგებში 24 გოლი აქვს გატანილი "პრიმერაში"...
"ხეტაფესთან" ქარიმ ბენზემამ დუბლი გაიფორმა და უდიდესი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. მას უკვე 25 გოლი დაუგროვდა "ლა ლიგაში". ამ შედეგით ქარიმმა მის თანამემაულეს, ლეგენდარულ ფეხბურთელ რაიმონდ კოპას გადაასწრო. კოპამ სწორედ "რეალის" რიგებში თამაშის დროს მოიგო ოქროს ბურთი(1958). მომდევნო ფრანგი, ვისთვისაც ბენზემას შეეძლება გადასწრება - ზინედინ ზიდანია. ზიზუს "პრიმერაში" 37 გოლი აქვს გატანილი.
გარდა ამისა, ქარიმ ბენზემა ევროპაში 2011 წლის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეა. ჯამში მიმდინარე წელს მან 31 გოლი გაიტანა: 16 "ლა ლიგაში", 1 "კოპა დელ რეიზე", 2 ჩემპიონთა ლიგაზე, 10 წინასასეზონო მომზადებისას და ორიც სანაკრებო ბატალიებზე.
- 12 სექტემბერი 2011
- 1 812
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.