მორიენტესი:"მე მადრიდისტა ვარ"
ფერნანდო მორიენტესი ბერნაბეუზე ბრუნდება. "მარსელს" უწევს შეხვედრა "რეალთან" ოთხშაბათს 30 სექტემბერს, სადაც თამაშობს ფერნანდო. მან რვა ბრწყინვალე სეზონი გაატარა "ბლანკოსში" და უზომოდ შეყვარებულია ამ გუნდზე და ქალაქზე.
"მადრიდში გავატარე საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები"
დღეს ჩაწერა ინტერვიუ მორიენტესმა "daily As"–თან. მან ისაუბრა თავის გატარებულ დროზე "თეთრების" რიგებში. "21 წლის ჩავირიცხე ჩემი ოცნების კლუბში და ვითამაშე 28 წლამდე, ეს იყო ჩემი საფეხბურთო ცხოვრების საუკეთესო წლები, რომლებიც არასდროს დამავიწყდება. შვიდი დასამახსოვრებელი სეზონის შემდეგ გადავედი "მონაკოში" , სადაც მართლაც კარგად მოვეწყვე, ლიგის ფინალშიც გავედით, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. მას შემდგომ რაც გავიგე ფლორენტინო კამაჩო გახდა "რეალის" მწვრთნელი , იმედი ჩამესახა, რომ მოწვევა მომივიდოდა "ბლანკოსიდან" და საბედნიეროდ ასეც მოხდა. ისევ დავბრუნდი მადრიდში, იმ დროს გუნდში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები ირიცხებოდნენ:ოუენი, რაული და რონალდო. მათთან ერთად თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იყო.
"რაული ნამდვილი გალაქტიკოა ყველასთვის"
რაული ჩემთვის ყველაზე მაღალი დონის ფეხბურთელია მსოფლიოში, იგი ნამდვილი გალაქტიკოა. ის გუნდის სიმბოლოა, უიმისოდ სამეფო კლუბი ვერ წამომიდგენია. "რეალს" ყავდა ზიდანი, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ელ კაპიტანოს მსგავსი აღარ დაიბადება. მას ყველა უდიდეს პატივს სცემს რაც მან უდავოდ დაიმსახურა.
"მარსელს 17 წელია არაფერი მოუგია"
"ჩემს ახლანდელ კლუბს მარსელის"ოლიმპიკს" 17 წელია წარმატებისთვის არ მიუღწევია. გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება რაიმე ტიტულს ჩვენგან. საკმაოდ კარგი გუნდი გვყავს, მიუხედავად სტატისტიკისა, ნებისმიერ კლუბს შეგვიძლია სათანადო წინააღმდეგობა გავუწიოთ. საფრანგეთის ჩემპიონატში მონაწილეობენ ისეთი კლუბები როგორებიცაა: "ბორდო", "პსჟ" და "ლიონი". ამათთან ჩემპიონობისთვის ბრძოლა გვიჭირს, მაგრამ ყველაფერს მოევლება. თუ "რეალთანაც" დავმარცხდებით ძალიან გაგვირთულდება საქმე ჩემპიონთა ლიგაზე."
სტატიის ავტორი:kevlisha
ინფორმაციის წყარო:defensacentral.com
- 27 სექტემბერი 2009
- 3 825
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.