კაფუ : "მოურინიოს საქციელი საზღვარს ცდება"
ლეგენდარულმა, ბრაზილიელმა მცველმა, კაფუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პორტუგალიელის საქციელი ყოველგვარ საზღვარს ცდება, საქმე ეხება რიკარდო კაკას უთამაშებლობას...
"პორტუგალიელი სპეციალისტი არასწორად იქცევა, რიკარდო სამეფო კლუბში წლებს კარგავს, არ მესმის რატომ არ ენდობიან ჩემ თანამემამულეს."
"როდესაც მილანში ვთამაშობდით რიკი ფორმის პიკზე იყო, იგი ნამდვილი ვარსკვლავია და ლეგენდარული ბრაზილიელების გვერდით მოისაზრება."
"კაკას დონის მოთამაშე მადრიდის "რეალს" არ ჰყავს, ის კი სათადარიგოთა სკამზე ზის და თითოეულ შეხვედრაში 10-15 წუთს ატარებს მოედანზე. უმძიმესი ტრავმის მიუხედავად რიკარდო უკვე შევიდა ფორმაში და ეს თვალნათლივია, მას აშკარად უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროება."
"ჟოზე უმაღლესი დონის მწვრთნელია, მაგრამ მას ასეთი რამ არ უნდა ეშლებოდეს, პორტუგალიელის გუნდს მსოფლიოს საუკეთესო გამთამაშებელი ჰყავს, რომელსაც საერთოდ არ იყენებს და მის კარიერას პირდაპირ ვიტყვი და "ანგრევს". ვფიქრობ, გუნდმაც და ფეხბურთელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რიკიმ ან უნდა ითამაშოს ან ესპანეთი დატოვოს."
"ამდენმა უთამაშებლობამ შესაძლოა მის ფიზიკურ კონდიციაზე სამუდამო კვალი დაამჩნიოს და ნახევარმცველმა ვეღარც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების დახმარება შეძლოს."
- 11 სექტემბერი 2011
- 3 824
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.