"კორუხო" - "კასტილია" [19:00]
უკვე 22 მატჩია, ალბერტო ტორილის შეგირდები "სეგუნდა ბ"-ში არ დამარცხებულან. მწვრთნელის დებიუტი შარშან სწორედ"კორუხოსთან" შედგა და მაშინ "კასტილიამ" მეტოქე 4-1 გაანადგურა თავისავე მოედანზე. ამჯერად კანტერანოები იგივეს გაკეთებას აპირებენ.
"კასტილიას" ამჟამად 7 ქულა აქვს შესაძლო ცხრიდან და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. პირველ ტურში მადრიდისტებმა 1-0 დაამრცხეს "სპორტინგ ბ", მეორეში "კონქუესე" 2-0 და მესამეში ფრედ 1-1 ითამაშეს "ალბასეტესთან".
ალბერტო ტორილმა მეორე გასვლითი შეხვედრისთის მხოლოდ 16 ფეხბურთელი შეიყვანა განაცხადში. ძირითადი ცვილებებიდან უნდა აღინიშნოს მენდესის, ნაჩოსა და დენისის დაბრუნება. ასევე განაცხაში შეყვანილ იქნა ისააკიც. ტრავმის გამო 16 კაცში ვერ მოხვდნენ ზამორა, რიოსი და მერჩანი. პაბლო გილი, რაულ რუისი და ხესე მწვრთნელის პირადი გადაწყვეტილებით დარჩნენ განაცხადს მიღმა.
რა შეიძლება ითქვას "კორუხოზე", "კასტილიის" მეტოქე სუსტად გამოიყურება. წინა სეზონში მათ 14-ე ადგილი დაიკავეს, ხოლო ახლა 15-ეზე იმყოფებიან.
- 11 სექტემბერი 2011
- 1 315
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.