"ლა ლიგის" მესამე ტური - დღე პირველი
ამ მატჩში სენსაცია დაფიქსირდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ "ბარსელონა" უკვე 12-ე წუთზე 2-0-ს იგებდა და ალბათ ყველასთვის ძნელად სავარაუდო იყო, რომ "სოსიედადი" ორ ბურთიან დეფიციტს აღმოფხვრიდა. ანგარიში 10-ე წუთზე ხავიმ გახსნა. სანჩისის გადაცემის შემდეგ ესპანელს ცარიელ კარში ბურთის გადაგზავნა აღარ გასჭირვებია. ორიოდე წუთში კი პედროს შეექმნა შესანიშნავი მომენტი, თუმცა მან ვერ გაიტანა, ჩამატებაზე ფაბრეგასმა იყოჩაღა და 2-0 გახადა ანგარიში. მეორე ტაიმში მოვლენები რადიკალურად განსხვავებული სცენარით განვითარდა. 60-ე წუთზე აგირეჩემ თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. ორ წუთში კი ვილამ შეცდომა დაუშვა და აგირეჩე ვალდესთან ერთი-ერთზე დატოვა, თუმცა მან გოლის გატანა ვერ მოახერხა, "ბარსელონა" ძელმა იხსნა, მაგრამ ბურთთან პირველი გრისმანი აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა. უნდა აღინიშნოს, რომ ამის მერე მასპინძლებს უფრო კარგი შანსი ჰქონდათ გოლის გატანისა.
"ყვითლებისთვის" მატჩი კოშმარულად დაიწყო. 22-ე წუთზე მსაჯმა მეკარე, დიეგო ლოპესი გააძევა და თერთმეტმეტრიანიც დანიშნა. პენალტი ნეგრედომ შეასრულა, რომელიც შეცვლაზე შემოსულმა სეზარმა მოიგერია, თუმცა ბურთთან კვლავ ნეგრედო აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა. 35-ე წუთზე ანდალუსიელების კარში დაინიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც როსიმ უზადოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე რუბენმა მახვილი კუთხიდან შესანიშნავად დაარტყა და "წყალქვეშა ნავი" წინ გაიყვანა, თუმცა მატჩის მიწურულს შეცვლაზე შემოსულმა ალექსისმა "სევილიას" ერთი ქულა მოუტანა.
მატჩი უაღრესად საინტერესო გამოდგა. მართალია "ვალენსიამ" მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მაგრამ ორივე გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. განსაკუთრებით მასპინძლებს შეძლოთ ტაბლოზე სხვა ანგარიშის დაფიქსირება. ვინ გაიტანდა გოლს "ატლეტიკოს" კარში, თუ არა რობერტო სოლდადო. შეხვედრის 52-ე წუთზე მან თავური დარტყმით მნიშნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა თავის კლუბს.
დღეს და ხვალ მესამე ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართება.
"ბეტისი" - "მალიორკა" - 14:00
"რასინგი" - "ლევანტე" - 18:00
"ოსასუნა" - "სპორტინგი" - 20:00
"რაიო" - "სარაგოსა" - 20:00
"ესპანიოლი" - "ატლეტიკი" - 24:00
"მალაგა" - "გრანადა" - 23:00 - ორშაბათი
- 11 სექტემბერი 2011
- 2 011
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.