"ლიონისა" და "აიაქსის" დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება
"ლიონს" ყველასდა გასაოცრად ახალწვეული "დიჟონის" დამარცხება გაუჭირდა. მეშვიდე წუთზე გონალონსმა "ოლიმპიკი" წინ გაიყვანა, თუმცა პირველ ტაიმშივე აღადგინა "დიჟონმა" წონასწორობა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე კი გომესმა "ლიონი" წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა.
"აიაქსი" "ჰერაკლესს" ეთამაშა გასვლით მატჩში. 31-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დე იონგმა გაათანაბრა ანგარიში. 64-ზე მანვე დუბლი შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე სულეიმანმა ორამდე გაზარდა ანგარიშის სხვაობა. ამით ყველაფერი არ დასრულებულა... ჯერ 89-ეზე "ჰერაკლესმა" გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ 1 წუთში "აიაქსის" რიგებიდან ებლიცილო გააძევეს მოედნიდან და ჰოლანდიურმა გრანდმა რის ვაი ვაგლახით წამოიღო 3 ქულა შინ.
- 11 სექტემბერი 2011
- 1 798
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.