კასილასისა და გრანეროს კომენტარი
იკერ კასილასისა და ესტებან გრანეროს მატჩისშემდგომი კომენტარი...
იკერ კასილასი:
""რეალი" სავსეა ახალაგზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით. უკვე ზუსტად 12 წელი გავიდა, რაც მე აქ ვთამაშობ. მაშინ მხოლოდ 18 წლის ვიყავი. ჩემი დებიუტისას ძალიან ვნერვიულობდი. შემდეგ ნელ-ნელა დავშოშმინდი და მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს. სიმართლე გითხრათ, ის დრო მომენატრა. ყველაფერი მოვიგე, მაგრამ კიდევ ბევრი ტიტულის მოეგბა მინდა."
ესტებან გრანერო:
"კარგი მატჩი იყო. იყო ბევრი დაბრკოლება, მაგრამ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. წინა ტურში უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ არც დღეს გვითამაშია ცუდად. თავდამსხმელებს გოლები გააქვთ და ეს ძალიან კარგია. ჩვენი უმთავრესი მიზანი "ლა ლიგისა" და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა."
- 11 სექტემბერი 2011
- 1 717
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.