მოუ:"ბენზემა საოცრად შეიცვალა"
"ჩვენ გავიტანეთ 4 გოლი, მაგრამ შეგვეძლო გაგვეტანა 7 ან 8, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მეტოქესაც თავისუფლად შეეძლო 3-4 გოლის გატანა. მათ თამაშის საშუალება მივეცით. "ხეტაფე" ორგანიზებულად და გააზრებულად თამაშობდა. ამ შეხვედრისთის ისინი ბრწყინვალედ იყვნენ მომზადებულნი."
"დღეს გუნდის თამაშით არ ვარ კმაყოფილი, თუმცა მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ძალიან ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან. ამით არ მინდა ვთქვა, რომ ვინმეზე გაბრაზებული ვარ. სეზონის ფანტასტიკურად დაყეწბის შემდეგ მე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ ითამაშეს დღეს ფეხბურთელებმა კარგად. მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და მათ არ განვსჯი."
"პენალტი ნამდვილად არ იყო. მსაჯმა აშკარა შეცდომა დაუშვა. ამ თერთმეტმეტრიანს მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია. ამ დროს უკვე ჩვენ თამაშის სადავეებს ვფლობდით და დარწმუნებული ვარ, რომ მის გარეშეც გავიმარჯვებდით."
"ჩვენ უკვე გაბრუებულები ვართ იმით, რომ გამუდმებით იძახიან "ლა ლიგაში" ასპარეზობა ყველაზე ადვილიაო "რეალისთვის" და "ბარსელონასთვის", მაგრამ დღეს დამტკიცდა, რომ ეს ასე არ არის. მე რომ ვყოფილიყავი "ხეტაფეს" ან "ლევანტეს" მწვრთნელი, ნამდვილად არ ვილაპარაკებდი იმას, რაც მათ განაცხადეს. ყველა მატჩი რთულია, განსაკუთრებით პირველი წუთები. მაგრამ დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია."
"ქარიმი საოცრად შეიცვალა. ის მართლაც, რომ დიდად ეხმარება გუნდს. შესანიშნავ ფორმაშია და ხალხი ამას ხედავს. იგუაინის შემოსვლა ბრწყინვალე იყო. მან ისევე კარგად ითამაშა დარჩენილი დრო, როგორც ნაკრებთან ერთად და მისი კარგი თამაში გოლით დააგვირგვინა. რისი თქმა შეიძლება მათ შესახებ - "რეალს" მათი სახით ძალიან ძლიერი ცენტრფორვარდები ჰყავს."
- 11 სექტემბერი 2011
- 2 383
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.