ბენზემა: "მე 100%-ით დავიხარჯე"
"მადრიდის რეალის" ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც გუშიდელ შეხვედრაში დუბლის ავტორი გახდა, თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"მე მჯერა საკუთარი თავის, ამაში მოურინიო და კლუბის პრეზიდენტი ძალზედ მეხმარებიან."
"თქვენ დღეს იხილეთ ორი შემტევი და ძლიერი თავდამსხმელის დუეტი, რომლებსაც შეუძლიათ გოლის გატანა და კლუბისთვის დახმარების აღმოჩენა."
მისმა თანაგუნდელმა სერხიო რამოსმა კი ყურადღება დაცვაში არსებულ პრობლემაზე გაამახვილა: "დიახ, დაცვაში ნამდვილად გვქონდა დღეს პრობლემა, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, მაგრამ მოგება და აღებული სამი ქულა ჩვენთვის ძალზედ მნჲშვნელოვანია. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირველი ნახევრისგან აღფრთოვანებულნი ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკუთარი თამაში გავაუმჯობესოთ."
წყარო: RealMadrid.com
- 11 სექტემბერი 2011
- 1 856
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.