დი მარია: გასულის წლის საუკეთესო ტრანსფერი
კომპანია "Football Transfer Review 2012" - მა ანხელ დი მარია გასული წლის საუკეთესო ტრანსფერად მონათლა. გასულ სეზონში, არგენტინელმა მისი გუნდის თამაშების 72% – ში მიიღო მონაწილეობა.
"რეალმა" არგენტინელი 25 მილიონ ევროს, 2010 წლის ზაფხულში შეიძინა, უკვე პირველივე მატჩებში "ანგელოზმა" ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. მისი ღვაწლი გუნდში ფასდაუდებელი იყო.
ამავდროულად, ზაფხულის ყველაზე ცუდი ტრანსფერი ხავიერ მასკერანოს გადასვლა გახლდათ "ლივერპულიდან" "ბარსელონაში", ხავიერი გუნდს აშკარად ვერ შეეწყო, მეტიც ვერ გაამართლა მასში გადახდილი თანხა.
სტატია მომზადებულია DefensaCentral.Com - ზე დაყრდნობით
- 10 სექტემბერი 2011
- 1 868
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.