კომენტარები "რეალ მადრიდ ც"-დან
"რეალ მადრიდ ც" ამ უიქენდზე "ვილავიკიოსას" დაუპირისპირდება. გთავაზობთ კანტერანოების მატჩისწწინა კომენტარებს...ა
რამირესი:
""ვილავიკიოსა" ძალიან საშიში მეტოქეა, რადგან მათ ჯერ სეზონში არ მოუგიათ და თავს არ დაზოგავენ, რათა 3 ქულა აგვართვან. ძალიან კარგია, რომ ჯერჯერობით კარს მშრალად ვინახავთ და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს ასე გაგრძელდება. დაუმარცხებელნი ვართ და კიდევ დიდხანს არ ვაპირებთ დამარცხებას. ძალიან გვინდა, რომ პირველ ოთხეულში მოვხვდეთ მიმდინარე სეზონში. ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ეს ჩვენი ერთადერთი და უპირველესი მიზანია."
ხორდი:
"სეზონი კარგად დავიწყეთ. ერთი ფრე და ერთი მოგება - ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არაა. ამ კვირას კი აუცილებლად შევეცდებით ჩვენს აქტივს 3 ქულა შევმატოთ. წინა წელსაც კარგი დასაწყისი გვქონდა, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ და ყველაფერმა ამან ჩვენს სატურნირო მდგომარეობაზეც იქონია გავლენა. ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ იოლი გასეირნება არ გველის მეტოქესთან."
- 9 სექტემბერი 2011
- 1 316
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.