ვეტერანების წარმატება
ტურნირი მინი ფეხბურთში ტარდება და მონაწილეობენ "აიაქსი", "ვალენსია", "ლივერპული", "პორტო", "ინტერი" და "რეალი". ვეტერანმა "ბლანკოსებმა" ჰოლანდიური გრანდისა და მასპინძლების დამარცხების შემდგ ფინალში მოახერხეს გასვლა. "აიაქსი" 5-4 დაამარცხეს, ხოლო "ვალენსია" 5-3.
პირველ შეხვედრაში გოლები "რეალიდან" გაიტანეს: ივან პერესმა(2), ფერნანდო სანსიმ, ამავისკამ და ვიქტორმა. ბოლო წამებამდე ანგარიში 4-4 იყო, თუმცა ამავისკამ შესანიშნავი გარღვევა განახორციელა და "აიაქსის" მეკარე ნედერლოფს ბურთი თავზე გადაუგო.
"ვალენსიასთან" მატჩიც დაძაბული გამოდგა. ბოლო წუთებამდე ანგარიში 3-3 იყო, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა მუნიოს პერესმა 2 წუთში ორი გოლი გაიტანა და "რეალი" ფინალში გაიყვანა. დღეს მეორე ფინალისტის საგზური "ლივერპულს", "პორტოსა" და "ინტერს" შორის გათამაშდება.
- 9 სექტემბერი 2011
- 2 500
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.