წითელი რეალის დაბრუნება

ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში სამეფო კლუბი ზაგრების დინამოს დაუპირისპირდება. სამეფო კლუბი არატრადიციული წითელი ფორმით გამოვა მოედანზე. ბლანკოსის მოწინააღმდეგე გუნდის საშინაო ფორმა ლურჯი ფერისაა, აქედან გამომდინარე პრობლემა არ უნდა შექმნილიყო და რეალი თეთრი მაისურით უნდა გამოსულიყო, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოცადოს მესამე ფორმა, რომელიც მეფეების მეგობარი გუნდის - ლივერპულის მსგავს სათამაშო ეკიპირებას წააგავს. ასე რომ წითელი რეალი ბრუნდება.

სამეფო კლუბი წითელი მაისურით 1971 წელს მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ წარსდგა, ხოლო 1973 წელს კიევის დინამოს დაუპირისპირდა. პირველად რეალის ფეხბურთელებმა 1-0 წააგეს, თუმცა საპასუხო მატჩში 2-0 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. მეორეჯერ კი 0-0 ითამაშეს, განმეორებით შეხვედრაში კი უკრაინელები 3-0 დაამარცხეს და კვლავ გააგრძელეს ასპარეზობა ევროთასებზე.

ადრე სამეფო კლუბი წითელ ფორმას მხოლოდ ფორს-მაჟორულ სიტუაციებში იყენებდა. თუმცა დღევანდელი ფორმაციის რეალის ერთი ფეხბურთელისათვის წითელი ძალიან ნაცნობი ფერია (იგულისხმება რეალში წითელი ფორმით თამაში), იკერ კასილასი 2007/08 სეზონში ხშირად იგებდა ამ შეფერილობის მაისურს. სწორედ წითელი ფორმა ეცვა იკერს, როდესაც ლა ლიგა მოიგო.

ახლა კი ყველა გულშემატკივარს სურს კასილასის იღბალი დანარჩენმა ფეხბურთელებმაც გაიზიარონ და ზაგრებში თავაწეულები შეუდგნენ გზას, რომელიც ბლანკოსს ჩემპიონთა ლიგის მეათე თასამდე მიიყვანს.

  • SunSay
  • 9 სექტემბერი 2011
  • 3 051
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)