პეპე:"ვოცნებობ, რომ "რეალში" ისტორია შევქმნა"
Like u do არის პეპეს საყვარელი სიმღერა. რა არის ამის მიზეზი?
ეს სიმღერა ჩემთვის შთაგონების წყაროა. იგი მე თამაშების წინ მამზადებს და მოტივაციას მმატებს.
დღეს განსაკუთრებული დღეა თქვენთვის უახლოესი ადამიანისთვის. მინდა დიდი მადლობა გითხრათ, რადგან აქ ხართ. დღეს ხომ სოფიას დაბადებისდღეა...
მართალია, დღეს მისი დაბადებისდღეა. ჩემთვის სასიამოვნოა, რადგან აქ ვარ და ამ მომენტს შენთან ერთად ვიზიარებ. დღეს არამარტო მისი დაბადებისდღეა - ერთი წელი შესრულდა რაც ერთად ვართ. ვიმედოვნებ, რომ კიდევ დიდი ხანი ვიქნებით ერთად.
მე ვვარაუდობ, რომ პეპემ რაიმე სპეციალურად მოამზადა მისთვის, რადგან ის რომანტიულია. არ არის ასე?
(იცინის)ის ამას მაშინ გაიგებს, როცა სახლში მივალ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
ყველაზე ძვირფასი რა გაგიკეთებია შეყვარებულისთვის?
რამდენიმე რამ. პირველი ის, რომ სოფიასთან ურთიერთობა დავიწყე. როცა შვებულებაში ვიყავი, ბრაზილიაში სამჯერ ვიყავით დასასვენებლად. იგი ახლა ეროვნულ გამოცდებს აბარებს. კოლეჯში სურს სწავლის გაგრძელება. რომ დაასრულებს, ისევ სამხრეთ ამერიკაში ვაპირებთ გამგზავრებას.
თქვენ მოგზაურობთ, როგორც ვილი ფოგი...
(იცინის)ის არის ქალი, რომელსაც ვუყვარვარ და ის ყოველთვის ჩემს გვერდითაა...
შენი აზრით, ადამიანში რა გრძნობას იწვევს, როცა მხარს გიჭერენ და მხარში გიდგანან, როგორც ცუდ, ისევე კარგ დროს?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მე რამე კარგს ან ცუდს ვაკეთებ, სოფია ყოველთვის გვერდში მიდგას. მე ნამდვილად ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც მან ჩემთვის გააკეთა. სოფია ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია.
პეპე არის სპეციპიკური და განსხვავებული. შენ ყოველთვის ამბობ, რომ შენ რეალურად არ გიცნობენ. რატომ ფიქრობ, რომ ხალხს შენზე
რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს იმასთან შედარებით, როგორიც ხარ?
მინდორზე მეს სულ სხვა ადამიანი ვარ, ვიდრე მის გარეთ. მოედანზე მე ვცდილობ, რომ მაქსიმუმი გავაკეთო, რათა გუნდს დავეხმარო და თამაში მოვაგებინო. საშინლად არ მიყვარს წაგება. მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ. ხალხი ამას ცუდად გებულობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას გუნდისთვის ვაკეთებ.
როგორი ადამიანია პეპე?
მე ძალიან ბედნიერი ვარ. მიყვარს დროის გატარება მეგობრებთან და ოჯახთან ერთად. ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემთვის. ვცდილობ, რომ ჩემს ირგვლივ მყოფებთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, რადგან ისინი მე მეხმარებიან წინსვლაში.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ პეპე ბავშვივითაა, რადგან ის ყველაფერს სიცილით აკეთებს...
მართალია, მძულს სერიოზულობა. მე ცხოვრებას იუმორისა და სიხარულის თვალით ვხედავ. ერთი რამ ნათელია, რომ ღიმილის უკან არის ვიღაც, ვინც ბედნიერს გხდის.
რა დარჩა იმ პატარა პეპესგან, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა?
თავმდაბლობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს მე კარგ პიროვნებად მაქცევს. მახსოვს, ერთხელ მამამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ სამსახური შეიცვალა და სხვა არაფერი.
როგორი იყო პეპე ბავშვობაში?
ძალიან მოუსვენარი. სულ ქუჩაში ვიყავი. დედაჩემი ძალიან დარდობდა, რადგან სახლში თითქმის არ ვჩერდებოდი. სულ მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც იმ ასაკისთვის შემეძლო. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა ჯერ ბრაზილიაში და მერე პორტუგალიაში..
ვინ იყო ის მეზობელი, რომელმაც ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადაგადგმევინა?
ის იყო ძალიან თავმდაბალი სამეზობლოში და მას ყველა იცნობდა. მას ბენედიტო ბენტესი ჰქვია. ჩვენ სულ ერთად ვიყავით და მეგობრის სახლში თითქმის ყოველდღე ვთამაშობდით sotapipa-თი, რომელიც ძალზედ გავრცელებულია ბრაზილიაში. ეს არის ერთგვარი თუთიყუში, რომელიც სულ ჰაერშია, როგორც ფრანი. მე ძალიან მიყვარდა ეს, მაგრამ დედაჩემს ეს არ მოსწონდა, რადგან ის ფიქრობდა, რომ ეს საშიში იყო ელექტროენერგიის ხაზებისთვის.
ვინ არიან შენი მეგობრები?
ევერტონი ჩემი უახლოესი მეგობარია. მე მასთან ერთად ვსწვალობდი. ასევე ტორო, მარსელო და სხვები. ჩვენ ყოველთვის ვხუმრობთ ერთად. ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ ნამდვილი მეგობრები არიან.
რას აკეთებენ ისინი თავიანთ ცხოვრებაში?
ზოგი მუშაობს, ზოგიც არა. ბრაზილიაში ცხოვრება ცოტა რთულია. მაგრამ ყველაზე მთავარი ჯანმრთელად ყოფნაა და ყველაფერი კარგად იქნება. მე გულითადად მზად ვარ მათ ნებისმიერ დროს დავეხმარო.
რა იგრძენი, როცა მოედანზე პირველად ითამაშე?
მაშინ 8 წლის ვიყავი და ვითამაშე 15-16 წლის ბიჭებთან. სულ მიყვარდა ჩემზე უფროსებთან ერთად თამაში, რადგან ეს ძალიან კარგია თამაშის ხარისხის გაუმჯობესებითვის. მამაჩემს ეს რატომღაც არ მოსწონდა.
როგორ ახერხებდი იმ ასაკში შენზე ბევრად უფროსებთან თამაშს?
ცხადია, ბურთი მქონდა. როცა სახლში ვიყავი, სიძლიერის მომატების გამო კედელს ვურტყამდი ბურთს და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ამან კი მნიშნელოვანი ძალა შემმატა.
როცა ბავშვი იყავი, ვერავინ იფიქრებდა, რომ შენ დიდი ფეხბურთელი გახდებოდი...
ეს უცნაურია, რადგან ჩემს ოჯახში ფეხბურთელი არავინ ყოფილა. მამაჩემი მწვრთნელი იყო და პირველად იგი მწვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი იყო, იგი ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვდა და მკაცრად მექცეოდა.
როცა პეპეს ბავშვობაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მასეიოს სანაპირო. შენ იქ ვარჯიში ძალიან გიყვარდა...
მე ვარჯიში ძალიან მიყვარდა. მწვრთნელი რასაც მავალებდა, პირნათლად ვასრულებდი. ეს კი იმაში მეხმარებოდა, რომ თამაშებზე სხვებზე აქტიური ვიყავი. წყალში ბევრს ვვარჯიშობდი.
შენებურად ვარჯიშობდი...
ძირითადად წყალში დავხტოდი ხოლმე. ამით იმას მივაღწიე, რომ ახლა მაღლა ვხტები. ეს წორედ 12-13 წლის ასაკში მუშაობის შედეგია.
ყოველთვის გიყვარდა მამასთან ერთად ყოფნა...
ჩემთვის, მამაჩემი და ჩემი ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. მამაჩემს წუთითაც არ შეუწყვეტავს მუშაობა, რადგან მე წარმატება მომეპოვებინა. ჩემთვის ის, დედაჩემი და დები უძვირფასესი ადამიანები არიან. თავდაპირველად ჩემი ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო. მახსოვს, როცა პატარაობაში კარგად ვითამაშე, მამაჩემმა ნაყინით დამსაჩუქრა. არ მომწყინდება ამის თქმა - ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შენ გყავს ის ხალხი ირგვლივ, რომელსაც უყვარხარ...
დიახ, რადგან ოჯახი ძალზედ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ეს არის ხალხი, რომელიც მე ძალას მაძლევს, რათა ვიცხოვრო.
რას ამბობს შენი ოჯახი იმაზე, რომ შენ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდი?
დედაჩემს უნდოდა, რომ მესწავლა და არ სურდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. მაგრამ ერთ დღეს, როცა მე თამაშიდან დავბრუნდი და მას ვუთხარი, რომ რაღაც ფაქტის გამო აღარ მინდოდა ფეხბურთის თამაში, იგი შეძრწუნდა და მითხრა, რომ ფეხბურთი ჩემი არჩევანი იყო და მე აუცილებლად უნდა მეთამაშა.
შენ შესწავლილი გაქვს ფიზიოთერაპია...
დიახ, მე მქონდა შესაძლებლობა შემესწავლა ეს პროფესია...
რომელი იყო პეპეს პირველი სერიოზული კლუბი?
პირველად "სეგიბეში" ვთამაშობდი. აქ დღეში ორჯერ ვვარჯიშობდი. უდიდესი განათლება მივიღე ამ კლუბში. მის რიგებში თამაშისას სან პაულოს ჩემპიონატიც მოვიგე.
ჩვენ რაღაც-რაღაცეები გავიგეთ შენზე. ვიცით, რომ ტრანსპორტის ბილეთები საკვებზე გადაცვალე და ველოსპიედით წახვედი ვარჯიშზე...
(იცინის)მე მყავდა მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად თამაშობდა. მისი სახელია მარკოსი. იგი ჩემთან ახლოს ცხოვრობდა. ჩვენ კლუბმა ბილეთები მოგვცა. ძალიან გვშიოდა და გადავწყვიტეთ ისინი ხორცის ნაჭერზე გაგვეცვალა.
შენ სულ გეძინა ხოლმე სკოლაში...
დილას 6 საათზე ვდგებოდი. სკოლაში წასვლამდე ბევრს ვვარჯიშობდი. დაღლილი, როცა მივდიოდი გაკვეთილებზე, სულ მეძინებოდა ხოლმე.
იყავი მოუსვენარი ბავშვი, რომელიც სულ ვარჯიშობდა, ვარჯიშზე დადიოდა ველოსიპედით, სკოლაშიც ასწრებდა სიარულს. სახლში თუთიყუშები და თევზებიც კი მოამრავლე. ეს რატომ გააკეთე?
(იცინის)მე ვიცოდი რა სიძნელეების გადალახვაც უწევდა მშობლებს. თავის გატანა ადვილი არ იყო და მე ვიპოვე გამოსავალი, რომ ოჯახს პურის ყიდვაში მაინც დავხმარებოდი. სახლში თევზებისა და თუთიყუშების მეურნეობა შევქმენი...
ამ თანხით შენ დაეხმარე ოჯახს...
ეს ასე იყო საჭირო. ჩვენ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ ვჭამოთ. სხვას არასდროს გადააბიჯო და ყოველთვის იყავი პატიოსანი. ყველაზე მეტად ამას ვაფასებ ადამიანში.
ყოფილა შემთხვევა, როცა მშიერი დარჩენილხარ?
მშიერი არასდროს დავრჩენილვარ, მაგრამ ცხადია, ისე ვერ ვჭამდი, როგორც ახლა. მაშინ სულ სხვა საკვებს მივირთმევდი. დედაჩემი თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ბავშვებს არაფერი მოგვკლებოდა. იგი გამთენიისას ტოვებდა სახლს, მაგრამ მე და ჩემს დებს საჭმელს სულ გვიტოვებდა.
შენ ოჯახში ერთადერთი ბიჭი იყავი და დამცავი როლი გქონდა...
მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ, როცა ის სახლში არ იყო, მე უნდა დამეცვა ოთხივე მანდილოსანი ოჯახში. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რათა მისი ნათვქამი პირნათლად შემესრულებინა და ხშირად მისი სიტყვებითაც ვლაპარაკობდი. ყოველთვის ვცდილობდი ის გამეკეთებინა, რასაც იგი სწორად მიიჩნევდა.
რა სასიხარულოა ასეთ ოჯახში ყოფნა...
დიახ, ნამდვილად. მთავარი ხომ ფინანსური შესაძლებლობები არაა, მთავარი სიყვარულია. მე შესანიშნავი ოჯახი მყავს და მათთვის სიცოცხლესაც გავწირავ. როცა დედაჩემმა მუშაობას თავი დაანება, მე თამაში დავიწყე კლუბში და ცოტა ფულს ვშოულობდი და განვუცხადე მას, რომ მე უკვე ნამდვილი ფეხბურთელი ვიყავი, შემეძლო ფულის შოვნა და მისი მუშაობა არ იყო საჭირო. შემდეგ მე წავედი პორტუგალიაში სწავლის გასაგრძელებლად და საბოლოოდ დარჩენაც გადავწყვიტე. დედამ მე მითხრა, რომ სახლის კარი ჩემთვის ყოველთვის ღიაა და ის სულ ჩემს მოლოდინში იქნება...
ეს ცოტა ამაღელვებელია...
დიახ, რადგან ეს შენს ცხოვრებაში მოხდა და ეს დასამახსოვრებელია. ბევრჯერ მიტირია. რაც ცხოვრებაში ხდება, გვაიძულებს, რომ უკეთესი ადამიანები გავხდეთ...
რჩევა, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...
ძალიან ბევრი. მშობლები ყოველთვის მარიგებდნენ. მამაჩემი სულ მეუბნებოდა, რომ საკუთარი ოჯახი დამეცვა და კარგი პიროვნება ვყოფილიყავი.
შენ ფეხი მოიტეხე თამაშის დროს...
დიახ. მე კონტრაქტი "მარიტიმესთან" გავაფორმე, ერთი თვის შემდეგ ერთ-ერთი მატჩის 88-ე წუთზე კოჭი მოვიტეხე. მე საავადმყოფოში წამიყვანეს და ჩემი კარიერის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საავადმყოფოდან გაქცევა მინდოდა. დედაჩემმა შემაჩერა და მან გადამაწყვეტინა ოპერაციის გაკეთება. მე გამოვჯანმრთელდი და საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა.
რამდენი ხანი დასჭირდა გამოჯანმრთელებას?
ექვსი თვე. მე ზღვაზე დავბრუნდი და ჩემით დავიწყე ფიზიოთერაპია. ექიმმა მითხრა, რომ ძვალი სერიოზულად იყო დაზიანებული, მაგრამ მალე გაუმჯობესდა ყველაფერი და იმ სეზონის ბოლოს მე დამაბრუნეს ახალგაზრდულ გუნდში და 12-14 მატჩში მოვახერხე მონაწილეობის მიღება. ხოლო სეზონის დასკვნით ეტაპზე, პირველი გუნდის მწვრთნელი ხუთშაბათს შემხვდა და განმიცხადა, რომ შაბათს უნდა მეთამაშა. მას შემდეგ 4 მატჩში მივიღე მონაწილეობა.
როგორი იყო პირველი თვეები ოჯახის გარეშე?
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მე სრულიად სხვა კულტურაში გადავსახლდი მიუხედავად იმისა, რომ ერთი ენა გვქონდა. ამას კიდევ ერთი უბედურება დაემატა, მე მუხლი ვიტკინე და 2 თვე გამოჯანმრთელებას მოვუნდი. შემდეგ კი კარიერაში აღმასვლა დავიწყე.
რა ისწავლე შენ ამ ორი მომენტისგან?
ცხოვრების დაფასება. შეეცადეთ მაქსიმალურად ახლოს იყოთ საყვარელ ადამიანებთან. არ მიაქციოთ ყურადღება იმ ხალხს, რომელებიც სულ ცდილობენ რამე ზიანი მოგაყენონ. ადრე მე ამაზე ბევრს ვფიქრობდი, მაგრამ ახლა სიმშვიდეს ვინარჩუნებ.
"მარიტიმეში" წარმატების მიღწევის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს სერიოზული რამ იყო...
ის მატჩი ჩემთვის ბოლო იყო "მარიტიმეს" რიგებში. შემდეგ გადავედი ლისაბონის "სპორტინგში". შემდეგ შევხვდი კრისტიანს. "პორტოს" პრეზიდენტმა მე მითხრა, რომ თუ ასე კარგად გავაგრძლეებდი თამაშს, თავის გუნდში გადამიყვანდა. ეს გასაოცარი იყო. მათ ახალი მოგებული ჰქონდათ უეფას თასი. ვიცოდი, რომ ეს გუნდი ტიტულებისთვის მებრძოლი იყო და აუცილებლად სწორედ იქ უნდა გადავსულიყავი.
ევროპული კლუბები პეპეს და ისევ პეპეს შეძენეით ინტერესდებიან.... რას ნიშნავს შენთვის მადრიდის "რეალში" თამაში?
ძალიან ბევრს. ბრაზილიიდანვე მომწონდა "რეალი". მე მქონდა მაკმანამანის მაისური. მის ყიდვას ბევრი ჩემი თევზი შეეწირა. ბავშვობიდან მოყოლებული "რეალის" გულშემატკივარი ვიყავი.
რას ნიშნავდა კონტრაქტის გახანგრძლივება შენთვის?
ძალიან ბევრს. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა ამისთვის მიმეღწია. ძალიან გახარებული ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით. მე მსოფლიოში უდიდეს კლუბში ვთამაშობ, სადაც ასევე უდიდესი ფეხბურთელების გვერდით ვარ.
მადრიდში თქვენი ბედნიერება გარკვეულწილად ხორხეს დამსახურებაა...
ის ყოველთვის ჩემთან ერთადაა. ეს არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი მოთმინება გააჩნია. თითქმის ყველა ვარჯიშზე დამყვება. მას უყვარს იქ ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომლებიც კლუბში მუშაობენ...
შენ სახლში პატარა მუზეუმი გაქვს, სადაც ერთ-ერთი ექსპონანტი ფერნანდო იეროს მაისურია...
როცა მე აქ მოვედი, შესაძლებლობა მომეცა, ვახშამზე მოვმხვდარიყავი იეროსთან ერთად. მან მე ეს მაისური მისახსოვრა. მე ასევე მაქვს იკერის ხელთათმანები. ეს მან პირველ წელს მომცა, როცა ჩემპიონები გავხდით. ეს საჩუქრები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...
როცა ვარჯიში არ გაქვს, რას აკეთებ?
მე მადრიდი ძალიან მიყვარს. როცა სახლში მივდივარ, სოფიასთან ერთად ვსეირნობ ქუჩაში და ხალხთან კონტაქტს არ ვერიდები. ესპანელები ძალიან გვანან ბრაზილიელებს. ისინიც კომინკაბელურები არიან და ერთი ცხოვრებით ცხოვრობენ. ასევე ძალიან მიყვარს სახლისთვის ნივთების შეძენა.
მიუხედავად ხშირი ფრენისა, თვითმფრინავით მგაზვრობა არ გიყვარს...
სოფიას კი პირიქით ძალიან მოსწონს(იცინის). მე ბევრს დავფრინავ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაინც ძალიან მეშინია ფრენის, მაგრამ რა ვქნა, მეტი გზა არაა...
ბევრჯერ შეგშინებით თვითმფრინავში?
დიახ. ერთხელ "პორტოს" თვითფრინავი ცუდი ამინდის გამო ვერ დაეშვა აეროპორტში და ჰაერში დიდხანს მოგვიწია ყოფნა. შემდეგ სხვა ქალაქში ჩავფრინდით და გამოდარებას დაველოდეთ. უნდა ღინიშნოს, რომ დაშვება სამჯერ ვცადეთ და არ გამოგვივიდა. ძალიან მეშინოდა.
რა არის პეპეს ოცნება, როცა ის ფეხბურთიდან წავა?
მინდა კლინიკის გახსნა. სოფია ექიმობას აპირებს. ეს მისი ოცნებაა. ის თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის, რომ მომავალში ხალხს დაეხმაროს.
მარსელომ ჩვენთან თქვა, რომ მისი ოცნება მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაა ქარავანთან ერთად...
(იცინის)მეც მიყვარს მოგზაურობა. მე და სოფიას გვინდა, რომ ჩვენს შვილს მთელი მსოფლიო ვანახოთ.
რას ნიშნავს სიტყვა "BAFA"?
კასილასი ამ ზაფხულზე ბრაზილიაში ჩამოვიდა და ჩემს სახლთან ახლოს დაბინავდა. როცა მე და იკერი მადრიდში ვბრუნდებოდით ერთმანეთს ვესაუბრებოდთ და მას ვუთხარი, რომ სველი ამინდი იყო და ბრაზილიაში ამას უწოდებენ "BAFA"-ს. ამის შემდეგ მარსელომაც იხმარა ეს სიტყვა და მას შემდეგ სულ ამას მეძახიან ხოლმე.
გასახდელში დიდებული ატმოსფეროა, არ არის ასე?
გუნდი ძალიან ძლიერია და შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს. ჩვენ ამ მხრივ საუკეთესონი ვართ. "რეალი" უძლიერესი კლუბია და ჩვენ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ყოველ თამაშში ვაჩვენებთ, რომ ეს შეგვიძლია.
ბევრი ალაპარაკდა პეპესა და კარვალიოს ურთიერთობაზე და ეჭვობენ, რომ თქვენს შორის განხეთქილებაა...
მადრიდში ბერვი ეჭვიანია, მაგრამ მე ეს არ მადარდებს. ჩვენ თანაგუნდელები და მეგობრები ვართ და მე უდიდესი პატივისცემა მაქვს მისდამი. იგი სამაგალითო პროფესიონალია.
შეიძლება ხალხმა არ იცის, რომ გასახდელში ფეხბურთელებს შორის უდიდესი მხარდაჭერაა, როგორც ლიდერებზე, ასევე ახალგაზრდებზეც...
დიახ, ეს ასეა, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველას დავეხმარო. ისინიც იგივეს აკეთებენ. როცა "რეალში" ყველაფერი კარგადაა, მეც კარგად ვარ...
რას ელი ამ სეზონისგან?
ბევრ კარგ რამეს. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ უკანასკნელ წლებთან შედარებით, ერთი ოჯახივით ვართ და ამას შესანიშნავად ვხვდებით. როცა რამე ხდება, ჩვენ მეგობარი ყოველთვის გვერდში გვყავს, რომელიც ხელს გამოგვიწოდებს დასახმარებლად...
და მოურინიო არის იდეალური კაპიტანი გემისა...
ის არის ადამიანი, რომელიც ყველას შესანიშნავად გვიცნობს და იცის ჩვენი შესაძლებლობები.
როგორ მიიღო ის კონტაქტი პეპემ, რომელიც მას აქვს "ბერნაბეუსთან"?
ხალხი მე ყველაზე კარგად მაფასებს. როცა მე ახალი გადმოსული ვიყავი, პირველი თვეები ცოტა გამიძნელდა. მე გულშემატკივრების აქტიურობასა და "რეალის" სიყვარულს ვაფასებ...
პეპე ოცნებობს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მოიგოს ამ სეზონში?
მე ვოცნებობ, რომ "რეალის" ისტორია შევქმნა - ჩემპიონთა ლიგის მეათე თასის მოგება. კლუბი ყველა ტიტულისთვის განსაკუთრებულად
ემზადება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ყველაფრისთვის მზად ვართ....
და ბოლოს, შენი გზავნილი...
ესპანეთის სუპერთასის ფინალში მე ვიგრძენი, რომ ეს იყო ნამდვილი მადრიდის "რეალი", ეს იყო მებრძოლი სული, რომელიც ჩვენ გვაქვს. თუ ყველანი, ფეხბურთელები, დირექტორები და გულშემატკივრები გავერთიანდებით, ჩვენი ოჯახის დარღვევას ვერავინ შეძლებს....
- 9 სექტემბერი 2011
- 3 039
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.