"ძმური ომები"

 
"ბარსელონასა" და "რეალის" დაპირისპირება ახალ სტადიაზე გადადის. პირველად "კლასიკოების" ისტორიაში შესაძლებელი ხდება, რომ ერთმანეთის წინაშე ღვიძლმა ძმებმა ითამაშონ. ესპანური ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ორი მაკედონელი ძმა აღმოჩნდა - ბარსელონას 17 წლის ნახევარმცველი დავიდ ბაბუნსკი და "რეალის" 16 წლის ფორვარდი დორიან ბაბუნსკი. ჩვენ ახლა გავიგებთ ისტორიას მაკედონიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ბობან ბაბუნსკიზე და მის ორ შვილზე. ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს კატალონიაში და შვილი "მადრიდში" გაუშვა.
 

ბობან ბაბუნსკის ცხოვრებაში პირველად არ ხდება ისეთი რამ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ამგვარად, ბაბუნსკიმ მოახერხა ოფიციალური მატჩები გაემართა ერთდროულად ორი ნაკრების შემადგენლობაში - თავიდან იუგოსლავიის, ხოლო შემდეგ მაკედონიის. ამის გარდა, სკოპიეს სიამაყემ, ორჯერ დაასრულა კარიერა. 2001 წელს ბაბუნსკმა ბუცებს ადგილი კედელზე მოუნახა, მაგრამ 7 წლის შემდეგ მოულოდნელად მესამე დივიზიონის მკვიდრ მაკედონიურ კლუბ "კოჟუვ გაფგელიაში" ჩაირიცხა, რათა დახმარებოდა მას "მეორელიგელის სტატუსის" მოპოვებაში - ციტატა მაკედონიური გაზეთიდან.

და ბოლოს, თუ არ იცით, ბობან ბაბუნსკი, ეს არის ერთერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ეროვნული ნაკრებების ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში ძნელად გასასენებელია მწვრთნელი, რომელსაც მოგების ასეთი მაღალი პროცენტი ქონდეს. ბაბუნსკი ხელმძღვანელობდა მაკედონიის ნაკრებს მხოლოდ ერთ მატჩში (2011 წლის 10 აგვისტოს, აზრებაიჯანის ნაკრების წინააღმდეგ) და მოაერხა გამარჯვების მოპოვება. შემდეგ თამაშში რუსეთის წინააღმდეგ მაკეოდნელებს სათავეში უკვე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ჯონ ტოშაკი ედგა, ხოლო ბაბუნსკი დაურბუნდა თავის ძველ მოვალეობას ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტზე.


"ძმური ომები"


აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ბაბუნსკიმ მოახერხა ეთამაშა 8 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში - ორი სეზონი კატალონიურ "ლერიდეში" (1994-1996 წლებში) და ნახევარი წელი "ლერგონესეში" (1999). ზუსტად კატლონიაში 1994 და 1995 წლებში დაიბადნენ დავიდი და დორიანი, რომლებიც შემდეგ მამასთან ერთად ჯერ იაპონიაში, ხოლო მერე საბერძნეთში ცხოვრობდნენ. მაგრამ სამუდამო რეზიდენციისათვის ბობანმა მაინც კატალონია აირჩია, დასახლდა რა 1999 წლის ბოლოს ქალაქ "კასტელდეფენსში", რომელიც"ბარსელონადან" 18 კილომეტრში მდებარეობს. იქვე დაიწყო მისი ორი შვილის საფეხბურთო აღზრდაც - თავიდან ისინი დღესა და ღამეს ქუჩაში ბურთის დევნაში ატარენდნენ, შემდეგ ადგილობრივ გუნდში დაიწყეს ვარჯიში და იმდენად მოხიბლეს "ბარსელონას" სკაუტები, რომ ორივე ძმამ მიიღო მიწვევა "ბარსას" კანტერაში. მაგრამ შემდეგ მათი გზები ოდნავ შეიცვალა...

უფროსი ძმის, 17 წლის დავიდის, ბარსელონური კარიერა ბრწყინვალედ განვითარდა. "ის ტექნიკური მოთამაშეა, ბურთს ნამდვილი ვურტუოზივით ეპყრობა და შეუძლია საგოლე გადაცემების კეთება" - ასე აღწერა მაკედონიელი შემტევი ნახევარმცველი ფრან სანჩესმა, რომელიც მას ასაკობრივი კატეგორიის გუნდ "კადეტ ა"-ში ყოფნისას წვრთნიდა. დავიდ ბაბუნსკის მთავარ სიძლიერედ, პირველ რიგში, განსაკუთრებულ ტექნიკას და ბრწყინვალე მოედნის ხედვას გამოარჩევენ. არ არის გასაკვირი, რომ კატალონიურმა პრესამ იგი ხავისა და ინიესტას ახალ მემკვიდრედ მონათლა.


"ძმური ომები"


ამჟამად უფროსი ბაბუნსკი "ბარსელონას" მესამე შემადგენლობაში გამოდის და სავსებით შესაძლებელია სულ მალე მან "ბარსა ბ"-ს რიგებში სეგუნდაშიც კი მოსინჯოს ძალები, რისი მიღწევაც უკვე მოახერხეს მისმა თანაგუნდელებმა, ფორვარდმა ჯერარ დელოფეუმ (კანალონიური კანტერის მთავარმა ალმასმა) და ახალგაზრდა გარემარბმა ალეხანდრო გრიმალდომ, რომელმაც ამ უიქენდებზე "ბარსა ბ"-ს ასაკობრივი რეკორდი გააუმჯობესა, შედგა რა მისი დებიუტი ოფიციალურ მატჩში 15 წლის ასაკში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დებიუტს უკვალოდ არ ჩაუვლია და გრიმალდომ "კართაგენთან" თამაშში მოახერხა საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა, ხოლო მატჩი "ბარსელონა ბ"-მ სტუმრად გაიმარჯვა - 4:0.




დორიან ბაბუნსკი თავის ძმაზე ერთი წლით პატარაა. ორი წლის წინ ბარსელონამ თვითონ განაცხადა უარი ახალ სეზონში მასთან კონტრაკტის გახანგრძლივებაზე. ხშირად ხდება ასე, რომ "ბარსელონა" ახალ ტალანტებს პოულობს და ვიღაცეებს გუნდის დატოვება უწევთ ხოლმე. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. "ბარსელონას" შემდეგ იგი ორი წელი თავის ბომბარდირულ თვისებებს "კორნელიაში" ანვითარებდა, სასიამოვნოდ გამოირჩეოდა ამ ხნის განმავლობაში როგორც გოლების რაოდენობი, ასევე ხარისხით. შეგვიძია ვიხილოთ ამის ერთერთი ნათელი მაგალითი:




საბოლოო ჯამში დორიანმა უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო, მათ შორის კი გამოირჩეოდა "ესპანიოლისა" და "რეალის" შემოთავაზებები, რომელიც კვლავ აგრძელებდა "კატალონიაში თევზაობას", როგორც შეშფოთებით აღინიშნა კატალონიურ გამოცემა "El Mundo Deportivo"-ში. მადრიდელების მონაგარში სამი კატალონიელი აღსაზრდელი აღმოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი დორიანი. ბაბუნსკების ოჯახში დიდი ხანი ბჭობდნენ თუ რომელი წინადადება მიეღოთ დორიანისთვის - "ესპანიოლის" თუ "რეალის". თავიდან მამამ გადაწყვიტა რომ 16 წლის ბიჭისთვის უცხო ქალაქში წასვლა ნაადრევი იყო, მაგრამ საბოლოოდ პერსპექტივებმა, რომელიც ბიჭს "მადრიდში" ელოდა, ყველაფერი გადაწონა.

ახლა ძმები ერთმანეთთან სტუმრად ჩადიან ხოლმე. "მე და დევიდი ფეხბურთს ვუყურებთ", "დევიდთან ერთად პოკერს ვთამაშობ" - წერს ხოლმე დორიანი "თვითერზე". "ისინი მუდმივი მეტოქეობის სულისკვეთებით გაიზარდნენ, რომელიც შემდეგ სიყვარუშლი გადაეზარდათ" - აღნიშნავს ინტერვიუში, მამისი, ბობანი - "მათ ყოველთვის იციან ერთმანეთის ამბები, განიხილავენ თამაშებს და ერთმანეთს წარმატებებს უსურვებენ. დორიანი ხშირად ამბობს, რომ უფროსი ძმა მისი საუკეთესო აღმზრდელია. შვილების მოყოლილიდან გამომდინარე მე შემიძია ვისაუბრო "ბარსელონასა" და "რეალის" კანტერების განსხვავებებზე. "ბარსელონას" - მკაცრი სათამაშო დისციპლინა, ყველა ორიენტირებულია ბარსელონას საფირმო სათამაშო სტილზე და ბურთის კონტროლზე. ხოლო "მადრიდის" კანტერაში - უფრო მეტი ტავისუფლებაა ფეხბურთელებისთვის, მეტი იმპროვიზაცია. რომელი მიდგომაა სწორი? ეს საკამათოა, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული: ეს ორი საუკეთესო კანტერაა მსოფლიოში!"

 

  • khmala
  • 8 სექტემბერი 2011
  • 3 360
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)