კვირის მესამე სესია
მადრიდში ყველა ის ფეხბურთელი დაბრუნდა, რომლებიც ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი იგუაინისა და დი მარიას გარდა. ისინი ხვალ შეუერთდებიან გუნდს...
გუნდს კასილასი, არბელოა, ალბიოლი, რამოსი, ალონსო, ვარანე და ბენზემა შეუერთდნენ. თავდაპირველად ფეხბურთელებმა მოთელვითი ვარჯიშები შეასრულეს, ხოლო შემდეგ სამ ჯგუფად დაიყვნენ და რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი დაამუშავეს. "კასტილიიდან" მოურინიოს განკარგულებაში 6 ფეხბურთელი იყო: ნაჩო, კარვახალი, მორატა, ალექსი, ხოსელუ და ივან გონსალესი. ტრადიციულად მეკარეებს სილვინო ლოურო ავარჯიშებდა.
- 7 სექტემბერი 2011
- 2 499
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.