რონალდო მზად არის კონტრაქტი კიდევ 10 წლით გაახანგრძლივოს
ბრიტანულ Sky-სთან საუბრისას რონალდომ გაიხსენა მანჩესტერ იუნაიტედში გატარებული წლები და განაცხადა, რომ მადრიდის რეალიდან წასვლას არ აპირებს.
"უკვე მრავალჯერ განვაცხადე თუ სამეფო კლუბს სურს კონტრაქტს კიდევ 10 წლით გავახანგრძლივებ და საფეხბურთო კარიერის დასრულებამდე მადრიდის რეალში ვიასპარეზებ. მიუხედავად ამისა არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ამჟამად ჩემი სურვილი ეს არის, თუმცა გარანტიას ვერავის მივცემ, რომ ეს ასე მოხდება. არ არის გამორიცხული ერთ დღეს კვლავ მოვირგო მანჩესტერის წითელი ფორმა."
"შესაძლოა მართლაც დავბრუნდე ოდესმე პრემიერ ლიგაში, რადგან კარგად ვიცნობ ამ ჩემპიონატს, ფეხბურთელებს და ატმოსფეროს. მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის საუკეთესო კლუბია, მაგრამ ამჟამად მხოლოდ მადრიდის რეალზე ვფიქრობ, რადგან აქ ბედნიერი ვარ."
"წითელ ეშმაკებში კარიერის ბრწყინვალე 6 წელი გავატარე და ძალიან ბევრს მივაღწიე. მანჩესტერში ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, რაც შეეხება ალექს ფერგიუსონს, იგი ჩემთვის მეორე მამასავით არის. მისი დახმარებით ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი და პროფესიონალი. ახლა იგივეს აკეთებს ჟოზე მოურინიო, რისთვისაც მას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ჩემთვის სწორედ ეს ორი მწვრთნელია მსოფლიოში საუკეთესო."
"მანჩესტერ იუნაიტედთნ ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და როდესაც გუნდის თამაშს ვადევნებ თვალს ნოსტალგიური გრძნობა მეუფლება. ჩემი ერთი ნაწილი სამუდამოდ დარჩა ინგლისში. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბის ღირსებას ვიცავ, ძველ მეგობრებთან კონტაქტის გაწყვეტაზე არც მიფიქრია და როგორც კი შანსი მეძლევა ვეხმიანები მათ. ყველაზე ხშირად კი სერ ალექსს ვესაუბრები. მასთან ურთიერთობა სიამოვნებას მანიჭებს და არასოდეს დავივიწყებ იმ დახმარებას, რომელიც მან გამიწია."
"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მანჩესტერთან ერთად ყველაფერი მოვიგე და ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. სამეფო კლუბში ფულის გამო არ გადმოვსულვარ, რადგან ფული და პატივისცემა ინგლისში ნამდვილად არ მაკლდა. მსურს ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას და დავიცვა ამ კლუბის ღირსება. ამის გარდა მექნებოდა საშუალება უფრო ახლოს ვყოფილიყავი ჩემს ოჯახთან, რა თქმა უნდა ენამ და კლიმატმაც განაპირობა ჩემი სწორედ აქ გადმობარგება. ყველაზე მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მომწონს ზეწოლის ქვეშ ყოფნა და შემოწმება რამდენად მზად ვარ გავუმკლავდე პრობლემებს. რა თქმა უნდა პრემიერ ლიგაც მენატრება, რომელიც ლა ლიგასთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია."
- 7 სექტემბერი 2011
- 3 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.