ჟოზეს ნეიმარი მობეზრდა
როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო დაიღალა ნეიმარის მერყეობით და გადაწყვიტა თავის დანებება 19 წლის ფეხბურთელისთვის...
აღსანიშნავია, რომ ჟოზემ, "რეალში" მოსვლისთანავე ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი და იყიდა: ოზილი, დი მარია, კოენტრაო, კალეხონი და ხედირა. ახლა კი, ზამთრის ტრანსფერებზე მას ნეიმარის ყიდვა სურდა, თუმცა ბრაზილიელმა თავი მოაბეზრა ჟოზეს ბავშვური თამაშით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "სანტოსის" ფეხბურთელი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს და არა მადრიდში.
ჟურნალისტებთან ინტერვიუებში, ნეიმარი ამბობდა, რომ "ბარსელონა" საუკეთესო კლუბი იყო მსოფლიოში, ხოლო მესი კი საუკეთესო ფეხბურთელი. როგორც ჩანს, მას ძალიან სურს ლიონელთან ერთად ბურთის გორება.
ამის მიუხედავად, ნეიმარის მამა ამტკციებს, რომ ბიჭი მთელი წელი "სანტოსში" დარჩება, თუმცა როგორც გითხარით, "რეალს" ამ ფეხბურთელის ყიდვის შანსი მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
წყარო:marca.com
- 7 სექტემბერი 2011
- 3 543
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.