რონალდო, ოზილი, პეპე და კოენტრაო გუნდს შეუერთდნენ
რონალდო, ოზილი, პეპე და კოენტრაო სანაკრებო ბატალიებიდან დაბრუნდნენ და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშეს ვალდებასაზე...
ჟოზე მოურინიომ დღეს 16 ფეხბურთელი ავარჯიშა. კაკას, კალეხონს, ლასს, ადანს, კარავლიოს, მორატას, ალექსს, კარვახალს, ხესუსს, ხოსელუს და ივან გონსალესს რონალდო, პეპე, კოენტრაო და ოზილი შეუერთდნენ. ჩამოთვლილ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა ენზო ზიდანმაც. ზინედინიც ვარჯიშზე იმყოფებოდა და მისი უფროსი ვაჟის გარჯას აკვირდებოდა.
მოთელვით ვარჯიშებს რუი ფარია ხელმძღანელობდა. ამის შემდეგ ფეხბურთელები კარში დარტყმაზე ვარჯიშობდნენ. მზადება ჟოზე მოურინიომ განაგრძო, მან თავისი შეგირდები ორ ჯგუფად დაჰყო და რამდენიმე ტაქტიკური მონახაზი დატესტა. ტრადიციულად სილვინო ლოურომ ადანი და ხესუსი ავარჯიშა განცალკავებით.
მადრიდში მარსელოც დაბრუნდა, თუმცა მან გრანეროსთან ერთად სპორტულ დარბაზში ივარჯიშა.
- 6 სექტემბერი 2011
- 1 765
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.