კარვალიო: "ბენტო დაქირავებულია"
როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული მიზეზების გამო, რიკარდო კარვალიომ პორტუგალიის ნაკრები დატოვა და მადრიდისკენ აიღო გეზი, ამის შემდეგ, კი "ევროპელი ბრაზილიელების" დამრიგებელმა, ბენტომ, მას "დეზერტირი" უწოდა...
"თუ, მან, ჩემს მიმართ, საბრძოლო ტერმინი იხმარა, მაშინ მე ვიტყვი, რომ ის არის დაქირავებული. ბენტო ნაკრებში ფულის გამო ჩერდება და მხოლოდ ფინანსები აფიქრებს, მე კი სამშობლოს სიყვარულის გამო ვიყავი ეროვნულ ნაკრებში" - აცხადებს მადრიდის "რეალის" მცველი.
ამის შემდეგ, რიკარდომ თავისი დანაშაული ნაწილობრივ აღიარა: "მე ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თამაში ძირითად შემადგენლობაში დამეწყო, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს. პეპეს საერთოდ არ უვარჯიშია, მაგრამ 11-ეულში სწორედ იგი მოხვდა და არა მე. ამის შემდეგ კი ჩემი ქმედება გამართლებულად მიმაჩნია, უბრალოდ შეცდომა მაშინ დავუშვი, როდესაც არავინ არ გავაფრთხილე ჩემი წასვლის შესახებ".
"როდესაც, მადრიდში ჩავედი, მეგობრებმა და ჟოზე მოურინიომ მხარდაჭერა გამომიცხადეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ" - დაასრულა კარვალიომ.
წყარო:as.com
- 4 სექტემბერი 2011
- 2 796
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.