ვარჯიში კანტერანოებთან ერთად
ჟოზე მოურინიომ კარანკასთან ერთად ფეხბურთელები ვალდებასაზე ავარჯიშა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე კანტერანოც მიიწვია ვარჯიშზე...
მადრიდის "რეალმა" რიგით მესამე ვარჯიში გამართა "ხეტაფესთან" მატჩისთვის მოსამზადებლად. შეგახსენებთ,რომ 15 ფეხბურთელი სანაკრებო ბატალიების გამო არ იმყოფებიან გუნდთან ერთად. ასევე გატყობინებთ,რომ მადრიდული დერბი 10 სექტემბერს გაიმართება "ბერნაბეუზე" თბილისის დროით 22:00 საათზე.
მზადება მოთელვითი ვარჯიშებით დაიწყო, რომელსაც ჟოზე მოურინიო და კარანკა აკვირდებოდნენ. ამის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელები 4 კაციან ჯგუფებად დაჰყო და კვადრატი გაათამაშებინა. თავის მხრივ სილვინო ლოურო ანტონიო ადანს ავარჯიშებდა განცალკავებით.
ჟოზემ რამდენიმე კანტერანოსაც მისცა ვარჯიშის საშუალება. მის განკარგულებაში ისააკი, რაულ რუისი, მარტინესი, მერჩანი და ოსკარ პლანო იყვნენ...
- 3 სექტემბერი 2011
- 1 540
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.