"რეალი" როდრიგოს პროგრესს აკვირდება
პორტუგალიური "ბენფიკასა" და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი, როდრიგო მორენო ევროვნულ ნაკრებში მისი პოტენციალის დემონსტრაციას ახდენს.
გასულ 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე როდრიგომ 3 გოლის გატანა შეძლო 4 მატჩში, თუმცა ეს გოლები ესპანეთს ტიტულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. რამდენიმე დღის წინ, მორენომ 3 გოლი გაიტანა საქართველოს ნაკრების კარში, მატჩი ესპანელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, 2-7 დასრულდა.
ბრაზილიური სისხლის ფეხბურთელი "ბენფიკაში" 2010 წელს გადავიდა, მის კონტრაქტში არსებული ერთ-ერთი პუნქტის თანახმად "რეალს" მისი გამოსყიდვა 6 მილიონ ევროს შეუძლია. (ამ თანხის 10% - ს "სელტა" მიიღებს)
2010-11 წლის სეზონი როდრიგომ "ბოლტონში" არენდით გაატარა, ჩაატარა 17 მატჩი და გაიტანა მხოლოდ 1 გოლი. ინგლისური კლუბის თავკაცი, ოუენ კოული ცდილობდა მის შენარჩუნებას, თუმცა "ბენფიკამ" მისი გუნდში დატოვება გადაწყვიტა შეტევით ხაზში დიდი კონკურენციის მიუხედავად.
სტატია მომზადებულია DefensaCentral.Com - ზე დაყრდნობით
- 3 სექტემბერი 2011
- 2 435
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.