სანაკრებო ბატალიები

გუშინ ევრო 2012-ის საკვალიპიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. მადრიდისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია ოზილის, რონალდოსა და ბენზემას თამაში...

გერმანია 6-2 ავსტრია


სანაკრებო ბატალიები


"ბუნდეს ნაკრებმა" ავსტრიელები უშანსოდ დატოვეს. მატჩი გელზენკიხენში გაიმართა. როგორც იცით, იოჰიმ ლიოვმა მხოლოდ ოზილი გამოიძახა ნაკრებში მადრიდელთაგან. სამი ხედირა გრიპის გამო დარჩა განაცხადს მიღმა. მესუთმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ძალიან აქტიურობდა, მან ჰეტ-ტრიკის შესრულება მოახერხა. რამდენიმე ვებ-გვერდზე მისი პირველი გოლი მიროსლავ კლოზეს ჩაუთვალეს, რადგან ბურთმა ვეტერანს ოდნავ გაჰკრა, თუმცა ტრაექტორია არ შეუცვლია. ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა A ჯგუფში 24 ქულა მოაგროვა და უკვე გაინაღდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზური. მომდევნო შეხვედრას ისინი პოლონეთთან გამართავენ. მატჩი ამხანაგური იქნება.

სანაკრებო ბატალიები




სანაკრებო ბატალიები


კვიპროსი 0-4 პორტუგალია


სანაკრებო ბატალიები


ნიქოზიაში მატჩი პორტუგალიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. 35-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით კრიშტიანო რონალდომ ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა. როგორც იცით, ნაკრებში ასევე გამოძახებულნი იყვნენ პეპე და კოენტრაო. ამ უკანასკნელს შესანიშნავი შანსი ქონდა გოლის გატანისა,თუმცა მისი დარტყმული ძელმა უკუაგდო. 82-ე წუთზე რონალდომ დუბლი გაიფორმა დაყვითელი ბარათიც მიიღო კვიპროსელი გულშემატკივრების გაკეთებული ჟესტისთვის. ზუსტად ერთ წუთში კრიშტიანომ საგოლე გადაცემაც მიითვალა. მის პასის შემდეგ ალმეიდამ გაიტანა. ბოლო წუთზე კი დანიმ საბოლოო წერტილი დასვა მატჩში. ამ გამარჯვებით პორტუგალიის ნაკრებმა 13 ქულა დააგროვა და ნორვეგიასთან ერთად H ჯგუფს ლიდერობს. პირენეელები სკანდინავიელებს მხოლოდ ბურთების სხვაობით სჯაბნიან. მომდევნო მატჩს ისინი ისლანდიასთან გამართავენ 7 ოქტომბერს.

სანაკრებო ბატალიები




სანაკრებო ბატალიები


ალბანეთი 1-2 საფრანგეთი


"მამლებმა" დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს ასტანაში. შეხვედრის მეთერთმეტე წუთზე ქარიმ ბენზემამ შესანიშნავად ითამაშა, ჩამოიშორა რამდენიმე მეტოქე, შორიდან დაარტყა და მიუხედავად მეკარის დიდი მცდელობისა, ბურთმა მაინც გადაჰკვეთა კარის ხაზი.. 6 წუთში იგი მეტოქის საჯარიმოს მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა და საგოლე გადაცემა გაუკეთა ვილას(მე გიორგის სიტყვებს მოვიშველიებ - "დავიდმა არა"). ამუ უკანასკნელმაც შანსი არ დაუტოვა ალბანელთა მეკარეს. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიშის შემცირება მოახერხეს, თუმცა მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა. ამ გამარჯვებით ფრანგებმა 16 ქულა მოიპოვეს და D ჯგუფის ლიდერები გახდნენ. მომდევნო მატჩს "ლურჯები" რუმინეთთან გამართავენ ბუქარესტში.

სანაკრებო ბატალიები




სანაკრებო ბატალიები


ესპანეთი 3-2 ჩილე


მატჩი ჩილელების შეტევებით დაიწყო და ეს შედეგზეც აისახა. 20-ე წუთზე ისინი უკვე 2-0-ს იგებდნენ. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში დელ ბოსკემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და "ფურია როხამ" ჩვეულ სტილში დაწყო თამაში. 55-ე წუთზე ანდრეს ინიესტამ შორეულ დარტყმით სხვაობა შეამცირა. 71-ე წუთზე ფაბრეგასმა ანგარიში გაათანაბრა და ესპანელებს იმედი ჩაუსახათ გამარჯვებისა. მატჩის მთავარი მოვლენები 90-ე წუთის შემდეგ განვითარდა. აღნიშნულ წუტზე ალვარო არბელოას წაქცევის გამო მსაჯმა პენალტი დანიშნა. სანამ ფაბრეგასი დარტყმას შეასრულებდა ფეხბურთელებს შორის შეკამათება მოხდა, ამის გამო მსაჯმა ორი ჩილელი გააძევა მოედნიდან, მათ შორის ერთი სათადარიგო სკამიდან. ფაბრეგასის დარტყმა მეკარემ უკუაგდო, თუმცა ცესკი ბურთთან პირველი აღმოჩნდა და 3-2 გახადა ანგარიში ესპანეთის სასარგებლოდ. ამის შემდეგ კი მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ფეხბურთელებს შორის კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ყველაფერი თქვენი თვალით იხილეთ...





მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ნაკრები 6 სექტემბერს გამართავს ლიხტენშტეინთან ევრო 2012-ის საკვალიპიკაციო ეტაპზე. ცნობისთვის "ფურია როხას" 15 ქულა აქვს და I ჯგუფს ლიდერობს.

სანაკრებო ბატალიები


ვენესუელა 0-1 არგენტინა


არგენტინის ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ვენესუელასთან ინდოეთში გამართა, კერძოდ კალკუტაში. მადრიდელთაგან განაცხადში ანხელ დი მარია და გონსალო იგუაინი იყვნენ. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა და საბოლოოდ არგენტინის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოტამენდიმ გაიტანა 67-ე წუთზე. ლეო მესის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მან თავით გადაგზავნა ვენესუელელთა კარში.



ლატვია 0-3 საფრანგეთი U21


რაფაელ ვარანე საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული. მისმა ნაკრებმა სტუმრად ლატვიაში 3-0 გაიმარჯვა და პრაქტიკულად ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის საგზური გაიფრომა. გოლები მორონსემ, მანგალმა და ნიანგმა გაიტანეს.


სტატიის ავტორი: wishmaster

  • wishmaster
  • 3 სექტემბერი 2011
  • 2 712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)