ბენზემას დაზიანება უმნიშვნელო აღმოჩნდა
მოგეხსენებათ, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, წინასამატჩო მომზადების დროს "რეალის" შემტევმა ტკივილი იგრძნო და გასახდელში ჩასვლა მოუწია, ფრანგმა მედიკოსებმა ის სრულიად გამოიკვლიეს და საგანგაშო ვერაფერი შეამჩნიეს, მეტიც ლორან ბლანმა დღეს იგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და შედეგმაც არ დააყოვნა...
"მამლებმა" დღეს ალბანელები დაამარცხეს, შეხვედრა 1-2 დასრულდა. მატჩის მე-11 წუთზე კარიმმა თავისი გოლის გატანა მოახერხა და "ლურჯები" წინ გაიყვანა, მე-18 წუთზე კი ფრანგთა უპირატესობა 2 ბურთამდე გაიზარდა, თავი ვილამ(დავიდმა არა) გამოიჩინა, აღსანიშნავია, რომ "რეალის" ცხრიანი ამჟამად ასისტენტის როლში მოგვევლინა. 46-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითვა ალბანელებმა მოახერხეს, გოლის ავტორი ბოგდანი გახლდათ.
- 3 სექტემბერი 2011
- 2 059
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.