ჩაბიმ კარგი სტარტი აიღო

მას შემდეგ, რაც სეზონი დაიწყო სამეფო კლუბის ბასკმა ნახევარმცველმა, ჩაბი ალონსომ 2 გოლის გატანა მოახერხა. უკვე დიდი ხანია ესპანელი ფეხბურთელი მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მსგავსი შედეგი ჯერ-ჯერობით არასდროს ჰქონია.

ალონსომ პირველი გოლი კატალონიის "ბარსელონას" გაუტანა, ის გოლი მადრიდელთათვის მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ. მეორე გოლის გატანა კი ჩაბიმ სარაგოსას კარში შეძლო.

საერთოდ ბასკი ნახევარმცველი სეზონს გოლების წვიმით არასდროს იწყებს და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი, მაგრამ წლევანდელი შედეგი მის კარიერაში საუკეთესოა, აქამდე ნახევარმცველს სეზონის სტარტზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა ხოლმე გატანილი. გავიხსენოთ 2005/06 წლების სეზონი, როდესაც იგი "ლივერპულის" ღირსებას იცავდა, მაშინ ჩაბიმ სანდერლენდის კარის აღება მოახერხა.

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2011
  • 1 795
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)