"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული

როგორც მოგეხსენებათ, დი მარიამ გასული სეზონი გვიან დაასრულა, ახალი ადრე დაიწყო და წინასასეზონო მომზადების პერიოდი სრულიად ვერ ჩაატარა, აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი, რომ ანხელი სეზონს ოფტიმალურ ფორმაში ვერ შეხვდა. შესაბამისად ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა რამდენიმე მატჩი ჩააგდო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა სხვები ამას არ ელოდნენ.


ამ ბოლო დროს, საიტზე ძალიან გახშირდა კომენტარები, რომელშიც არგენტინელ ფეხბურთელს აკრიტიკებენ, ბევრს დაავიწყდა ანხელის ღვაწლი, რომელიც მან წინა სეზონში გუნდს მოუტანა. მოდი შეგახსენებთ, თუ რაოდენ ბრწყინვალე სამკაული გვყავს დი მარიას სახით.

მადრიდის "რეალში" ახალწვეულები, ისედაც უდიდესი ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ხოლო როცა ახალი ფეხბურთელისთვის კლუბი 30 მლ ევროს იხდის, ეს ზეწოლა კიდევ უფრო იზრდება. თავიდან ანხელს მადრიდული სამყარო ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. "ბლანკოსის" გულშემატკივრები ჯერ კიდევ სინანულით იხსენებდნენ რობენის გაშვებას და ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს კრიტიკული თვალით უყურებდნენ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, დი მარიამ პირველივე მატჩებიდან დაამტკიცა, რომ ის მადრიდში არ გადმობარგებულა, როგორც რიგითი "სამეფო კლუბის" შენაძენი, რომელიც ვერ გაიხსნება და შემდეგ წელს დატოვებს კლუბს. ანხელმა ყველას დაანახა, რომ ის უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი იყო და გუნდს უდიდეს ძალას შემატებდა.

ეს ასეც მოხდა. დი მარია ყოველ მატჩში ამტკიცებდა, რომ იმსახურებდა ძირითად შემადგენლობაში თამაშს და აგრეთვე ჟოზეს უდიდეს ნდობასაც. არგენტინელი ფეხბურთელი აკეთებდა უამრავ საგოლე გადაცემებს, იტანდა გოლებს და იყო უაღრესად აქტიური მოთამაშე. არ შეიძლება არ აღინიშნოს, ის უამრავი გამომუშავებული თერთმეტმეტმეტრიანები, რომლებიც მადრიდელთა 22-მა ნომერმა თავისივე აქტიურობით გამოიმუშავა. ამ ყველაფრისთვის კი, ანხელმა უდიდესი საჩუქარი მიიღო ჟოზეს სიტყვებით, სეზონის პირველი ნახევრის დასრულებისთანავე, როდესაც მოურინიომ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დი მარია "სამეფო კლუბის" საუკეთესო შენაძენი იყო.


"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული


ანხელი მართლაც ბრწყინვალე შენაძენია. ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და გუნდს ეხმარება, როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც, ფეხბურთელის ამ თვისებას კი პორტუგალიელი მწვრთნელი ძალიან აფასებს. აღსანიშნაცია, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და ჯერჯერობით მას თავისი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუვლენია. თუმცა აღსანიშნავია მისი სისწრაფე, საოცარი დრიბლინგი და შესანიშნავი ტექნიკა. აგრეთვე ავღნიშნავდი, რომ 23 წლის მოთამაშისთვის, ის ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. უბრალოდ შეუძლებელია სხვანაირად იყოს, როცა ასეთ ასაკში მარჯვენა გარემარბეგი სეზონში აკეთებს 20 საგოლე გადაცემას. ამას ადასტურებს ისიც, რომ დი მარიამ გუნდს გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდოს შემდეგ, ყველაზე მეტი სარგებელი მოუტანა(20 საგოლე გადაცემა, 9 გოლი და 12 გამომუშავებული თერთმეტმეტრიანი).


"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული


აღსანიშნავია, რომ იმ დღიდან, როცა "რეალმა" ანხელი შეიძინა, დღემდე დი მარიამ უდიდესი პროგრესი განიცადა. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ მადრიდელთა 22 ნომერი კიდევ განაგრძობს პროგრესს, რაც მადრიდისტებისთვის ბრწყინვალე იქნება. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ანხელ დი მარიას სახით "ბლანკოსი" ბრწყინვალე სამკაულის პატრონია.

ეხლა კი გთავაზობთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებშიც კარგად არის ასახული დი მარიას შესანიშნავი თამაში მადრიდის "რეალში".


"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული



"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული




"სამეფო კლუბის" ბრწყინვალე სამკაული

  • dato818
  • 2 სექტემბერი 2011
  • 3 808
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)