მორიგი ვარჯიში
დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა "კასტილიელებთან" ერთად ივარჯიშეს...
მადრიდის "რეალმა" ამ კვირაში უკვე მეორე ვარჯიში გამართა. როგორც იცით გუნდი არასრული შემადგენლობით გადის მზადებას ვალდებასაზე, რადგან 15 ფეხბურთელი ნაკრებშია გამოძახებული.
ამჯერად ვარჯიში ალბერტო ტორილმა ("კასტილიის" მწვრთნელი) და ჟოზე მოურინიომ ერთად ჩაატრეს. თავდაპირველად ფეხბურთელები მოთელვით ვარჯიშებს აკეთებდნენ. ამის შემდეგ კი ძირითადი აქცენტი ბურთის კონტროლს დაუთმეს. პირველი გუნდიდან მხოლოდ გრანერო, კაკა, დიარა, კალეხონი და ადანი გადიოდა მზადებას. ანტონიოს ხესუსთან და მეხიასთან ერთად სილვინო ლოურო ავარჯიშებდა.
- 1 სექტემბერი 2011
- 2 331
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.