შაჰინი ორ თვეს გამოტოვებს
სულ ახლახანს "მარკამ" გაავრცელა საგანგაშო ინფორმაცია. თუ ესპანურ გამოცემას დავუჯერებთ, ნური შაჰინს ტრავმა გაუმიზეზდა...
მედიკოსების მიერ გამოტანილი სამედიცინო დასკვნა ნურისთვის ნამდვილად არ არის სახარბიელო. მას ტრავმა გაუმიზეზდა და ექიმები აცხადებენ,რომ მისი თამაში 2 თვე შეუძლებელი იქნება. თურქი ნახევარმცველი შემდეგ შეხვედრებს გამოტოვებს: "ხეტაფესთან", "ლევანტესთან", "რასინგთან", "რაიოსთან", "ესპანიოლთან", "ბეტისთან" და "მალაგასთან", ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის მატჩებს "დინამოსთან", "აიაქსთან" და "ლიონთან".
თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შაჰინი ოქტომბრის ბოლოს შეძლებს მოედანზე გასვლას. იგივეს თქმა შეიძლება ალტინტოპზეც. ჰამიტის სრული გამოჯანმრთელებაც სწორედ ზემოთ აღნიშნულ დროს ივარაუდება.
- 1 სექტემბერი 2011
- 2 951
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.