რონალდუ ”რეალის” ბომბარდირთა 20-ეულშია
იმ შემთხვევაში, თუ კრიშტიანო რონალდუმ მოახერხა მიმდინარე შედეგიანობის შენარჩუნება, კონტრაქტის ამოწურვამდე (ვინც არ იცის, გეტყვით, რომ პორტუგალიელს მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება) მას საშუალება ექნება ბლანკოსის არაერთი ბომბარდირის მიღწევები გააუმჯობესოს.
”სარაგოსასთან” შეხვედრაში შესრულებული ჰეთრიკის გათვალისწინებით, კრიშტიანორს სულ ოფიციალურ შეხვედრებში 90 გოლი დაუგროვდა. რაც ყველაზე მთავარი და აღსანიშნავია არის ის, რომ მან ამის გაკეთება 92 ოფიციალურ შეხვედრაში შეძლო, რაც მას შესანიშნავი საშუალო შედეგიანობის გარანტიას აძლევს: თითქმის ერთი გოლი ერთ შეხვედრაში. თუ მარტო პრიმერა დივიზიონის მაჩვენებლებს გავითვალისწინებთ, მაშინ ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება: 69 გოლი 64 შეხვედრაში (საშუალოდ 1,08 გოლი ერთ თამაშში). ეს ყველაფერი კი ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გატარებული მხოლოდ და მხოლოდ ორი სეზონის მანძილზე.
მაღალმა შედეგიანობამ რონალდუს საშუალება მისცა მოხვედრილიყო ”მადრიდის რეალის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ოცეულში. ”სარაგოსასთან” გატანილმა სამმა გოლმა პორტუგალიელს მისცა საშუალება უკან ჩამოეტეოვებინა პრუდენა, რომელიც ”თეთრებში” 1943-1948 წლებში გამოდიოდა.
შეიძლება მიმდინარე სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გაასწროს ისეთ ლეგენდებს, როგორიცაა ხუანიტო (121), პაჰინო (124), ფერნანდო იერო (127) და მიჩელი (130). თუ რონალდუს სურს, რომ გაუთანაბრდეს მიჩელს და საუკეთესო ათეულში შევიდეს, მაშინ მიმდინარე სეზონში მან 40 გოლი უნდა გაიტანოს, რაც მისი შედეგიანობიდან გამომდინარე სულაც არ არის მიუღწევადი.
მანამდე კი წინ გველოდება ძალზედ დაძაბული დაპირისპირება ორ რონალდოს შორის. დღეის მდოგომარეობით, კრიშტიანო ლეგენდარული ლუის ნაზარიო დე ლიმას 14 გოლით ჩამორჩება. ამ უკანასკნელმა ”ბლანკოსების” შემადგენლობაში 104 გოლის გატანა მოახერხა. ბრაზილელ რონალდოს საშუალო მაჩვენებელი იყო 0,57 გოლი ერთ შეხვედრაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიშტიანოს წესით და რიგით ორჯერ ნაკლები დრო უნდა დაჭირდეს მისი შედეგის გამეორებამდე.
- 1 სექტემბერი 2011
- 2 336
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.