ალონსო: "მოხარული ვარ, რომ ლასი დარჩა"
"გუნდში ნორმალური სიტუაციაა. ყველა საკუთარ თავს იცავს და ყველა ცდილობს,რომ ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი, თუმცა მიუხედავად ამისა საკმაოდ კომფორტული ატმოსფერო სუფევს. ჩილესთან მატჩში უდავო ფავორიტები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ. აუცილებლად გავიმარჯვებთ."
"რაც შეეხება "ლა ლიგის" სეზონს, ჩვენ აქ უმარავი დაბრკოლება შეგვხვდება, მაგრამ ყველაფერს გადავიტანთ. ნებისმიერ პუნქტში შეგვიძლია წარმატების მიღწევა. ძალიან კარგი გუნდი შევქმენით. ბოლო 3 წლის განმავლობაში საუკეთესოდ გამოვიყურებით. "რეალი" უდიდეს ძალას წარმოადგენს. ყოველივე ამას საფუძველი შარშან ჩაეყარა, ახლა კი თვალნათლივ ვაუმჯობესებთ თამაშს."
"ჩვენს გუნდში ხელშეუხებელი არავინაა. ამას მოურინიოც აცხადებს. მან უკეთ იცის ვინ როდის უნდა ათამაშოს. ყველა მოთამაშეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე და მწვრთნელი ამას კარგად ხედავს. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ყოველთვის მაქსიმუმს მოითხოვს ჩვენგან და რაც ყველაზე აღსანიშნავია იგი მოტივაციას გვმატებს."
"მე სამეფო კლუბში მოვედი,რომ მოვიგო ტიტულები. თავს აქ ძალიან კარგად ვგრძნობ. მე ხუთი დაუვიწყარი სეზონი მქონდა "ლივერპულში". თავს იქ კომფორტულად ვგრძნობდი, იგივეს თქმა შემიძლია ჩემს დღევანდელ მდგომარეობაზე. ძალიან მინდა "ლა ლიგის" მოგება და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას წელს მოვახერხებთ. მადრიდის "რეალის" დრო დადგა."
"ლასანას უდიდესი პოტენციალი აქვს. მოხარული ვარ, რომ ის დარჩა, რადგან ჩვენ მასთან ერთად ბევრი რამ შეგვიძლია."
"გვარდიოლამ ნახევარდაცვის იერარქია დააწესა. იგი გუნდს თავისი სტილით ათამაშებს."
"მე მყავს ჩემი კერპები. ძველი ფეხბურთელებიდან ზიკო და მარადონა, დღეს კი მაურო სილვა, პოლ სქოულზი, როი კინი და ზინედინ ზიდანი..."
- 1 სექტემბერი 2011
- 2 083
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.