უგო სანჩეს მარკესი
უგო სანჩესის შესახებ.
დაიბადა 1958 წლის 11 ივლისს მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში.
ლეგენდარული ბასკი ფორვარდის,ტელმო სარას შემდეგ,უგო სანჩესი მეორეა,რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა: სარამ ასეთი რამ 6–ჯერ შეძლო,სანჩესმა კი 1985–90 წლებში გაიტანა ყველაზე მეტი გოლი.
1985 წელს როცა მან პირველად მოიგო "ლა ლიგის" ბომბარდირის ტიტული,ის მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი გახლდათ,დანარჩენ შემთხვევაში კი მექსიკელი უკვე სამეფო კლუბისთვის ირჯებოდა.
1989–90 წლების სეზონში უგო სანჩესმა 38 გოლი შეაგდო–ეს ტელმო სარას მიერ 1950–51 სეზონში დამყარებული სარეკორდო მაჩვენებლის გამეორება იყო! ამ შედეგით სანჩესმა ევროპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული და "ოქროს ბუცი" მოიპოვა...
მექსიკაში "ჰუმასში" გატარებული 5 წარმატებული სეზონის შემდეგ (181 მატჩი 96 გოლი) თავდამსხმელს ევროპის კლუბები შეეხმიანნენ: სანჩესის გადაბირება ლონდონის "არსენალსაც" სურდა,თუმცა ფორვარდმა მადრიდის "ატლეტიკო" აირჩია.1985 წელს ამ კლუბთან ერთად მოიგო ესპანეთის თასი,"რეალში" გადაბარგებული კი უმალვე გახდა ქვეყნის ჩემპიონი და უეფა–ს თასის მფლობელი.
ცნობისთვის:1987 და 1990 წლებში უგო "ლა ლიგის" საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დასახელდა.
2007 წლის 1 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პეუბლას ერთ–ერთ ქუჩას მისი სახელი მიენიჭა.
მექსიკის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ სანჩესი 1999 წელს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა,ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ კი ის ჯერ მექსიკის XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა,მოგვიანებით კი გასული ასწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მიანიჭა ცენტრალური და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნების ზონაში.
კლუბთან ერთად მოგებული ტიტულები
ესპანეთის ჩემპიონი: 1986, 1987, 1988, 1989, 1990.
ესპანეთის თასი: 1989.
ესპანეთის სუპერთასი:1988,1989.
უეფა–ს თასი: 1986.
მადრიდის რეალში: 207 მატჩი,164 გოლი
- 1 სექტემბერი 2011
- 1 720
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.