ვალდანო: "სასიხარულოა, რომ გუნდი დანაკარგის გარეშე ასპარეზობს"
"ბლანკოსის" გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო, ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ მას სიხარულის საფუძველი ნამდვილად აქვს, რამეთუ "რეალმა" 5 შეხვედრიდან ხუთივე მოიგო.
"მიუხედავად იმისა, რომ პატარა ჩავარდნას ჰქონდა ადგილი "ტენერიფეს" წინააღმდეგ, გუნდის დაცვითი ხაზის თამაში დამაკმაყოფილებელია.გუნდი უფროდაუფრო კოლექტიურ ფეხბურთს აჩვენებს.სასიხულოა, რომ "რეალის" აქტივში ჯერჯერობით ას პროცენტიანი მაჩვენებელია.აღნიშნულ მატჩში, პირველი ტაიმი დავთმეთ, რასაც ვერ ვიტყვი მეორე ნახევარზე."
"აღსანიშნავია, კასილასის კარგი თამაში.კასომ თავისი სეივებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში საუკეთესო კიპერია.რაც შეეხება კაკას, ამ მოთამაშეზე საბარი ზედმეტია.ის უბრალოდ არაჩვეულებრივი იყო.ასევე ძალიან გამიხარდა ბენზემას გოლები.მან 5 შეხვედრაში 4 ბურთი გაიტანა.არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქარიმი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა.ის კიდევ არა ერთხელ შეძლებს ქომაგების გულების გახარებას."
"შემდეგი შეხვედრები "მარსელისა" და "სევილიას" წინააღმდეგ გველის.ურთულესი მატჩები იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა."
- 27 სექტემბერი 2009
- 3 311
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.