კარვალიუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
მადრიდის "რეალის" მცველმა რიკარდუ კარვალიუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
რიკარდუ კარვალიუმ ვარჯიში დატოვა, როდესაც მან გაიგო, რომ კვიპროსთან მატჩში იგი არ იქნებოდა სასტარტო შემადგენლობაში.
კარვალიუ არ გაფრინდა თავის ეროვნულ გუნდთან ერთად და იგი აცხადებს, რომ მიუხედავად მისი ასაკისა ის მაინც კარგ ფორმაშია და ყველაფრის მიუხედავად გუნდისთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია და თვლის, რომ იგი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებდა.
"ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში ვიმყოფები. როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად. როდესაც მაგრძნობინებენ, რომ არასაჭირო ვარ ერთადერთი გამოსავალი არსებობს და ეს გამოსავალი წასვლაა."
"მსგავსი რამ ადრე არ ყოფილა. მე ვარ ფეხბურთელი და ვიმსახურებ როგორც პატივისცემას ასევე ყურადღებას."
"მე არ ვგეგმავდი სანაკრებო კარიერის ასეთი განხრით დამთავრებას, მაგრამ საბოლოოდ ასე გამოვიდა. მიუხედავად ყველაფრისა მე უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას."
კარვალიუს დებიუტი პორტუგალიაში 2003 წელს შედგა. მან 75 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. ასევე მან მიიღო მონაწილეობა 2006-2010 მსოფლიო ჩემპიონატებში.
- 1 სექტემბერი 2011
- 2 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.