ფერნანდომ იტალიის დედაქალაქი არჩია
მოგეხსენებათ, ფერნანდო გაგოს შეძენით ერთბაშად რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, ბოლო დროს ყველაზე მეტად იტალიის რომა და მანჩესტერ "სიტი" აქტიურობდნენ, მაგრამ ბრძოლაში პალერმოც ჩაება, სიცილიური კლუბი არგენტინელ მოთამაშეს სარფიან კონტრაქტს სთავაზობდა...
გაგოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და იგი იტალიის დედაქალაქისკენ აიღებს გეზს, რომამ და არგენტინელის აგეტნმა შეთანხმებას მიაღწიეს, საუბარია 7 მილიონ ევროზე, რომელსაც "ბლანკოსის" ადმინისტრაცია მიიღებს, კონტრაქტის პირობებს კი ახალი კლუბი და ფეხბურთელი თავად განიხილავენ.
"პალერმოს" შეთავაზება ოფიციალურად იქნა უარყოფილი, რაც შეეხება მანჩესტერულ გუნდს, ინგლისში გადასვლაზე ფერნანდო დიდ ხანს ორჭოფობდა, რადგან არ სურდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, სწორედ ამან განაპირობა ნახევარმცველის "იტალიური" არჩევანი.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე საათებია დარჩენილი, ამჟამად ყველა მოუთმენლად ელოდება სამეფო კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის (RealMadrid.Com) განცხადებას ტრანსფერის გაჩარხვის თაობაზე.
- 31 აგვისტო 2011
- 2 868
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.