ფეხბურთელების მატჩის შემდგომი კომენტარები
როგორც მოგეხსენებათ, სამეფო გუნდმა ლა ლიგის მორიგ ტურში, მორიგი გამარჯვება მოიპოვა.მადრიდელი მოთამაშეები გახარებულნი არიან, რამეთუ მათ მოიპოვეს სამი ქულა.
პეპე: "ძალიან მოხარული ვარ, რამეთუ შედგა ჩემი დებიუტი ლა ლიგის წლევანდელ სეზონში.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქომაგებს, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში მხარში მედგნენ.ჩვენ დაკისრებულ მიზანს კარგად გავართვით თავი და სამი ქულაც მოვიპოვეთ.აღსანიშნავია, რომ გუნდმა მეორე ნახევარში უკეთესად იასპარეზა, რასაც 3 უპასუხო გოლის გატანა მოჰყვა."
"შემადგენლობიდან ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია გუნდისათვის.მწვრთნელი ყველას გვაძლევს შანს, რათა გამოვავლინოთ პოტენციალი.შეხვედრის პირველ ტაიმში საქმე კარგად არ წაგვივიდა, თუმცა მეორე ნახევარში განხორციელებულმა ცვლილებებმა, თამაშში დიდი გარდატეხა შეიტანა.მე არ ვავლებ პარალელს "რეალსა" და "ბარსას" შორის.სამეფო გუნდს თავისი მიზნები აქვს დასახული და სასიხარულოა, რომ ჯერჯერობით ას პროცენტიანი მაჩვენებლით მოქმედებს.დღესდღეობით "ბლანკოსი" იმ გუნდების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დამარცხებაც დიდ სირთულეს წარმოადგენს.ჩვენი მოწინააღმდეგენი ძალზედ მოტივირებულნი არიან, თუმცა მაინც ვერ ახერხებენ ჩვენთვის ქულების წართმევას."
"გუნდში ხარისხიანი მოთამაშეები ირიცხებიან.ჩვენ მოხარულნი ვართ, მათი წარმატებული თამაშით.კარგი იქნება თუ მატჩის დაწყებიდანავე იერიშებს განვახორციელებთ და შეხვედრის სტარტზე მოვიპოვებთ დიდ უპირატესობას.აღსანიშნავია, რომ კარგები ვართ არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც."
"მე ყოველთვის ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და ჩემზე დამყარებული იმედები ბოლომდე გავამართლო.პეპეს თამაში ყოველთვის სწყურია და ასევე ყოველთვის სერიოზულად უდგება მატჩებს.მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ოჯახისაგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ."
"მე ვთამაშობ როგორც ცენტრალური მცველის, ასევე საყრდენის პოზიციაზეც.ნახევამრცველის რანგში გამოსვლა, ხშირად მიწევს ეროვნულ გუნდში ასპარეზობისას.სიმართლე გითხრათ მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ სად ვიქნები განწესებული.რაც შეეხება "სევილიასთან" თამაშს, მინდა გითხრათ, რომ ადვილი გასეირნება არ გველის."
ბენზემა: "მეორე ტაიმში უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ამის წყალობაზე შევძელით სამი ქულის მოპოვება.მოხარული ვარ, რომ გატანილი გოლებით მოვახერხე გუნდის წარმატებაში წვლილის შეტანა."
"კაკა შესანიშნავი იყო "ტენერიფეს" წინააღმდეგ.მისი გამოსვლის შემდეგ გუნდის შეტევითი პოტენციალი გაიზარდა."
ალონსო: "გუნდი ბრძნულ შედეგებს აფიქსირებს, რაც ერთობ სასიამოვნოა.ჩვენ შევძელით მორიგი თამაშის მოგებაც.საჭიროა ტემპის შენარჩუნება და ნელი სვლით სიარული წარმატებისაკენ.ახლა წინ "მარსელი" და "სევილია" გველის.ორივე დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა შევძლოთ მაქსიმუმის გაკეთება."
"აღსანიშნავია გუნდის კარგი თამაში დაცვაში.მეტოქეები ცდილობენ სახიფათო მომენტების შექმანს ჩვენს კარებთან, თუმცა უშედეგოდ.კარგია გამარჯვებები და გოლების გატანა, მაგრამ გასაუმჯობესებელი ნამდვილად გვაქ თამაშის რამდენიმე ასპექტი."
რამოსი: "ჩემი ტრამვა სერიოზული არ არის, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ.მოგეხსენებათ, რომ წინასასეზონო მომზადების ეტაპი გამოვტოვე, რაც ახლა მირთულებს სიტუაციას.მე მხოლოდ ორი თამაშის ჩატარება მოვასწარი, მაგრამ სანერვიულო არაფერია.ვგონებ, ლიგის თამაშისათვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები."
"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და უკვე მეორე თამაში ჩავატარე.არ შეიძლება არ აღვნიშნო გუნდის მიერ წამოწყებული ახალი პროექტის წარმატებულობა და ქომაგების მხიარული სახეები."
"ჯერ ნაადრევია კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, თუმცა "რეალი" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მოიგოს ტიტულები."
- 27 სექტემბერი 2009
- 2 249
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.