რეალი დრენტეს მხოლოდ იჯარით გაუშვებს
მადრიდის რეალი დრენტეს არ გაიყიდის მას მარტო იჯარით გაუშვებენ რადგანაც მან სხვა კლუბში პრაკტიკა მიიღოს და მადრიდში უკვე გამოცდილი დაბრუნდეს.
მადრიდის "რეალმა" გადაწყვიტა, რომ როისტონ დრენტე გაუშვას გუნდიდან მაგრამ არ გაყიდოს. ჰოლანდიელს სხვა კლუბში იმ შემთხვევაში გაუშვებენ თუ მსურველი კლუბი მას არენდით აყვანაზე დათანხმდება.
"მე აღარ მინდა მადრიდში დარჩენა და კარგი იქნება თუ რომელიმე კლუბი მოინდომებს ჩემ ყიდვას”,–განაცხადა როისტონ დრენტემ.
ასევე აღსანიშნავია რომ შავკანიანის შეძენით რამოდენიმე გუნდია დაინტერესებული და დიდი შანსია, რომ დრენტე მომავალი წლიდან "რეალის" მაისურს აღარ მოირგებს. შეგახსენებთ რომ როისტონი მადრიდში 2007 წლიდან თამაშობს და გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა.
ინფორმაციის წყარო :Goal.com
- 5 ივლისი 2009
- 3 027
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.