15 მადრიდისტა ნაკრებში
კასილასი, არბელოა, ალბიოლი, რამოსი და ალონსო 2 სექტემბერს ჩილეში გაემგზავრებიან, სადაც ესპანეთის ნაკრები ამხანგურ შეხვედრას გამართავს. ჩილესთან მატჩის შემდეგ კი - 6 სექტემბერს "ფურია როხა" ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე ლიხტენშტეინს დაუპირისპირდებიან.
პეპე, კარვალიო, კოენტრაო და რონალდო პორტუგალიის ნაკრებში გამოიძახეს. ნახევარკუნძულელები 2 სექტემბერს კვიპროსში გაემგზავრებიან და ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩს გამართავენ ადგილობრივ ნაკრებთან. უნდა აღინიშნოს,რომ პორტუგალიელებს 3 ქულა ჰაერივით ესაჭიროებათ.
სამი ხედირა იოჰიმ ლიოვმა განცხადსმიღმა დატოვა, თუმცა მესუთ ოზილის გამოძახბულ იქნა. გერმანიის ნაკრები გელზენკიხენში ავსტრიასთან გამართავს ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩს 2 სექტემბერს. "ბუნდეს" ნაკრები 21 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. 6 სექტმებერს კი პოლონეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
ქარიმ ბენზემა "ლურჯებში" გამოიძახეს. ფრანგები ჯერ 2 სექტემბერს ტირანას ესტუმრებიან და ალბანეთს ეთამაშებიან, ხოლო 4 დღის შემდეგ ბუქარესტში რუმინეთთან გამართავენ. ორივე მატჩი ევრო 2012-ის შესარჩევია. "მამლების" მომდევნო მეტოქეები ბელორუსია და ბოსნიაა.
იგუაინი და დი მარია აზიში გაემგზავრებიან არგენტინის ნაკრებთა ერთად ამხანაგური მატჩების გასამართად. 2 სექტემბერს სამხრეთ ამერიკული ტიტანი კალკუტაში(ინდოეთი) ვენესუელას წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 4 დღის შემდეგ დაკაში(ბანგლადეში) ნიგერიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
დიდი ხნის პასუზის შემდეგ მანო მენეზეშმა მარსელო ნაკრებში იხმო. 5 სექტემბერს ბრაზილია ლონდონში განას ნაკრებთან გამართავს ამხანაგურ შეხვედრას.
რაფაელ ვარანე კი საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. 2 სექტემბერს რიგაში "მამლები" ლატვიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 4 დღეში ლისაბონს ესტუმრებიან, სადაც პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ.
- 31 აგვისტო 2011
- 3 591
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.