დრენტე გახარებული იყო
ერთ–ერთი სიურპრიზი "ტენერიფესთან" მატჩში მოედანზე როისტონ დრენტეს გამოჩენა იყო. ჰოლანდიელმა მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და ბედნიერი იყო თამაშის დასრულების შემდეგ.
"ბევრი ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ. ბევრი სათამაშო დრო მჭირდება, რათა დავამტკიცო, რომ აქ თამაშის ღირსი ვარ".
რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, მადრიდელთა მეთხუთმეტე ნომერმა განაცხადა, რომ მათ დღეს ვერ აჩვენეს სანახაობრივი მატჩი. "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში. ვაკონტროლებდით ბურთს და შეგვეძლო ბევრი გოლის გატანაც. ახლა უნდა მოვემზადოთ "მარსელთან" და "სევილიასთან" სათამაშოდ" – განაცხადა დრენტემ.
ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com
- 27 სექტემბერი 2009
- 2 009
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.