რა ბედი ეწევა ლასანას?
ოთხშაბათს სატრანსფერო ფანჯარა იხურება. სულ უფრო და უფრო მცირდება ლასანა დიარას წასვლის შანსები. წინა კვირაში აქტუალური იყო საუბრები მის "ტოტენჰემში" გადასვლაზე. ჰარი რედნაპმაც ჟურნალისტებს ინტერვიუც კი მისცა,რომ მას ფრანგის თავის გუნდში ხილვა ძალიან სურს.
დიარას საქმე რადიკალურად განსხვავებულია პედრო ლეონის, გაგოსა და დრენტესაგან. მართალია ფრანგმა მათ მსგავსად გამოტოვა წინასასეზონო მომზადება. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ლასი მადრიდში მთელი წინასასეზონო მომზადების პერიოდში მადრიდში ვარჯიშობდა.
თუ ლასანა დარჩა, მას უდიდესი კონკურენციის ქვეშ მოუწევს თამაში. ხაბი ალონსოს მეწყვილეობაზე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. ხედირას მოურინიო ნდობას უცხადესბ, ამას დავუმატოთ კოენტრაო, რომელიც ბოლო მატჩებში სწორედ ალონსოს მეწყვილედ გვევლინება. გამოჯანმრთელების შემთხვევაში ნური შაჰინსა და ჰამიტ ალტინტოპსაც ექნებათ პრეტენზია ძირითად შემადგენლობაზე.
- 30 აგვისტო 2011
- 1 927
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.